16:58 - 09 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-05-17 12:19:22, 603 ნახვა

პოლიტიკა
არესტოვიჩი ფრენების აღდგენაზე - საქართველო სანქცირების პირველი კანდიდატია

საქართელოს ხელისუფლება ორგამ თამაშს თამაშობს, ჩემთვის გაუგებარია, გინდოდეს ევროკავშირში შესვლა და თან ამის საწინააღმეგი ნაბიჯებს დგამდე,- ასე ეხმაურება უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის ყოფილი მრჩეველი ალექსეი არესტოვიჩი საქართველო-რუსეთს შორის პირდაპირი ფრენების აღდგენას.

არესტოვიჩის თქმით, რუსეთთან ფრენების აღგენის შემდეგ საქართველო დასავლეთის მხრიდან სანქციების პირველი კანდიდატია. 

"საქართველო სანქცირების პირველი კანდიდატია. პრემიერ-მინისტრს და პრეზიდენტს როლები აქვთ განაწილებული. ისინი თამაშობენ ბოროტსა და კეთილს. ჩემი პოზიცია საკმაოდ მკაცრია, ვისურვებდი, რომ სანქცირებამდე მივიდნენ და ცოტა ფიქრი დაიწყონ. თან სახლში გინდა და თან შენი პატრონების მოსმენა არ გინდა, უცნაური ისტორიაა. ქართველებს, ვისთანაც კომუნიკაცია მაქვს, ამბობენ, რომ გასაკვირი არაფერია, უკვე წლებია ქვეყანაში რუსული პროპაგანდა მიდის",- განაცხადა არესტოვიჩმა. 

ცნობისთვის, 10 მაისს რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა რუსული ავიახაზებისთვის საქართველოსთან ფრენის აკრძალვა გააუქმა. საქართველოს მოქალაქეებისთვის ასევე გაუქმდა სავიზო რეჟიმი. ოფიციალურ პორტალზე გამოქვეყნებული განკარგულების თანახმად, გადაწყვეტილება ძალაში 2023 წლის 15 მაისიდან შევა. კიდევ ერთი გადაწყვეტილება, რომლის შესახებაც რუსეთმა გუშინ განაცხადა, „საქართველოში მოგზაურობისგან თავის შეკავების რეკომენდაციის“ გაუქმებას ეხება.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ფიშერი - ცოტა შეწუხებული ვარ პაპუაშვილის გამო, მას ან ნამდვილად არ ესმის, რას გულისხმობს ევროპა ან თავს აჩვენებს, რომ არ ესმის
რუსეთის მიერ უკრაინაში დადასტურებულმა დანაკარგებმა 350 000-ს გადააჭარბა
მოსკოვში გამარჯვების დღის აღლუმი ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მოკლე აღლუმი იყო
კობახიძემ ევროკავშირის ელჩს ტრაგიკული პიროვნება უწოდა, ჰერჩინსკიმ ლანძღვას უპასუხა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics