16:58 - 09 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-05-17 10:54:16, 676 ნახვა

პოლიტიკა
კობახიძე - რა უნდა პირდაპირი ფრენების დაწესებას საქართველო-აშშ-ს შორის? - ელჩი რომ ვიყო, ვიზრუნებდი

ერთ-ერთ ბრიტანულ საიტზე, საკონსულო დეპარტამენტის ოფიციალური საიტია, პირდაპირ დევს შარშანწინდელი ამერიკული საკონსულოს სტატისტიკა და ხდება რა, რომ საქართველოს მოქალაქეებს  დაუკმაყოფილდათ სავიზო განაცხადების 37 პროცენტი. ამაზე უამრავი ადამიანი ისედაც საუბრობს, როდესაც საქართველოს მოქალაქემ მიიღო სტუდენტური დაფინანსება, გამზადებულია საბუთები და ვიზას არ ურტყამენ. ჩემს გარშემოა 2 ასეთი შემთხვევა,- ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა. 

პარტიის თავმჯდომარის თქმით, „გაუგებარია, რატომ არ უნდა ჩაურტყა ბავშვს, ახალგაზრდას ვიზა, მაშინ, როდესაც დაფინანსება აქვს მიღებული ამ ქვეყანაში“.

„ასეთი უამრავი ფაქტია, აღარ მინდა დეტალებში შევიდე, მაგრამ 37 პროცენტია მაჩვენებელი, როდესაც იგივე სტატისტიკა დევს მეზობელ ქვეყნებთან დაკავშირებით, მათ შორის, შარშანწინდელი რუსეთის სტატისტიკაც დევს, ომამდე ვითარებაა ასახული და იქ რა ვითარებაა: 63-დან 88 პროცენტამდე მერყეობს ვიზების გაცემის სტატისტიკა. როგორ შეიძლება ასეთი მკაცრი პოლიტიკა გქონდეს საქართველოს მოქალაქეების მიმართ. 37 პროცენტი ჩვენთან და 63-დან 88 პროცენტამდე მეზობელ ქვეყნებში. იგულისხმება როგორც რუსეთი, სომხეთი, აზერბაიჯანი და თურქეთი. რატომ არ ხდება მაშინ დაახლოება, თუ ეს დაახლოებას ნიშნავს. რა უნდა პირდაპირი ფრენების დაწესებას საქართველოსა და აშშ-ს შორის? მე რომ ვიყო ამერიკის ელჩი ამაზე ვიზრუნებდი, მით უმეტეს თუ ფიქრობ რომ ასეთი რისკებია დაკავშირებული უვიზო მიმოსვლასთან ან პირდაპირ ფრენებთან. მაშინ დააწესე პირდაპირი ფრენები, ან უვიზო მიმოსვლა ან თავისუფალი ვაჭრობა. რომ საუბრობენ იმაზე რომ ექსპორტ-იმპორტზე ვართ დამოკიდებული რუსეთის ფედერაციასთან, შენ რატომ არ აფორმებ თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებას, ამდენი წელი გავიდა ამ ყველაფერთან დაკავშირებით“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „თავისუფალი ხედვა“ სტუმრობისას.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ფიშერი - ცოტა შეწუხებული ვარ პაპუაშვილის გამო, მას ან ნამდვილად არ ესმის, რას გულისხმობს ევროპა ან თავს აჩვენებს, რომ არ ესმის
რუსეთის მიერ უკრაინაში დადასტურებულმა დანაკარგებმა 350 000-ს გადააჭარბა
მოსკოვში გამარჯვების დღის აღლუმი ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მოკლე აღლუმი იყო
კობახიძემ ევროკავშირის ელჩს ტრაგიკული პიროვნება უწოდა, ჰერჩინსკიმ ლანძღვას უპასუხა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics