16:58 - 09 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-05-16 16:28:42, 714 ნახვა

პოლიტიკა
დარგალი - შეხვედრები გვქონდა აზერბაიჯანის პრეზიდენტთან, პრემიერთან - აღინიშნა, რომ ჩვენი ურთიერთობები ქმნის პირობას, რომ რეგიონი გახდეს აზიის და ევროპის დამაკავშირებელი

აზერბაიჯანი არის საქართველოს პარტნიორი ქვეყანა, ჩვენი ურთიერთობები წლების განმავლობაში ყალიბდებოდა”, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის წევრმა, ზაურ დარგალმა განაცხადა. 

პარლამენტის წევრმა ასევე ისაუბრა ჰეიდარ ალიევის ხსოვნის პატივსაცემად გამართული ღონისძიებების შესახებ, სადაც საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე სიტყვით გამოვიდა.

,,ჰეიდარ ალიევს ძალიან დიდი წვლილი აქვს შეტანილი ჩვენი ურთიერთობების განვითარებაში, გაძლიერებაში, ზოგადად, დღევანდელი რეგიონის უსაფრთხოების, ეკონომიკური გაძლიერების განვითარების მიმართულებით. დღევანდელი ღონისძიება ეძღვნება ჰეიდარ ალიევის 100 წლის იუბილეს და სპიკერთან ერთად აზერბაიჯანის მილი მეჯლისის სპეციალურ სესიაში ვიღებთ მონაწილეობას და ჩვენი შეხვედრები გრძელდება. 

შეხვედრები გვქონდა აზერბაიჯანის პრეზიდენტთან, პრემიერ-მინისტრთან და ორივე შეხვედრაზე ხაზგასმით აღინიშნა ჩვენი ურთიერთობების მნიშვნელობა, ჩვენი რეგიონის მნიშვნელობა ევროპის ენერგოუსაფრთხოებისთვის. ის მეგობრული ურთიერთობები, რომელიც ჩამოყალიბდა აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის, ქმნის ყველა პირობას, რომ ჩვენი რეგიონი გახდეს უმნიშვნელოვანესი, როგორც ევროპის ენერგოუსაფრთხოებისთვის და ზოგადად აზიასა და ევროპას შორის ბევრი მიმართულების დაკავშირებისთვის: სატრანსპორტო, ლოჯისტიკური და ასევე ენერგოუსაფრთხოების მიმართულებით”,- განაცხადა ზაურ დარგალმა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ფიშერი - ცოტა შეწუხებული ვარ პაპუაშვილის გამო, მას ან ნამდვილად არ ესმის, რას გულისხმობს ევროპა ან თავს აჩვენებს, რომ არ ესმის
რუსეთის მიერ უკრაინაში დადასტურებულმა დანაკარგებმა 350 000-ს გადააჭარბა
მოსკოვში გამარჯვების დღის აღლუმი ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მოკლე აღლუმი იყო
კობახიძემ ევროკავშირის ელჩს ტრაგიკული პიროვნება უწოდა, ჰერჩინსკიმ ლანძღვას უპასუხა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics