16:58 - 09 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-05-16 16:03:14, 662 ნახვა

პოლიტიკა
მდინარაძე ბერძენიშვილზე - ყინულმჭრელია მახინჯი, ფსევდოლიბერალური მიმდინარეობის

ლევან ბერძენიშვილი მახინჯი ყინულმჭრელია, ფსევდოლიბერალური მიმდინარეობის,- ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

მდინარაძის თქმით, ბერძენიშვილი საუკუნეების წინანდელ აღიარებულ წმინდანებსა და გმირებს ებრძვის. 

"თავად ხელისუფლებას კი არა, საუკუნეების წინანდელ აღიარებულ წმინდანებს და გმირებს ებრძვის და ხელისუფლებას რომ ებრძოლოს, დიდი ამბავი, საერთოდ არ გაგვიკვირდება. ეს არის ადამიანი, რომელიც მთავარს ებრძვის, არა თუ  ხელისუფლებას, ებრძვის ეროვნულ იდენტობას და ყველაფერს ეროვნულს. ეს არის ადამიანი, რომელიც წმინდანებს შეურაცხყოფას აყენებს, ეს არის ყინულმჭრელი ახალი, მახინჯი, ფსევდო ლიბერალური მიმდინარეობს, იმ ადამიანების წინ მდგომი ადამიანი, რომლებსაც სურთ, რომ ყველაფერი ეროვნული, გახადონ, მაგალითად რუსული. რაღაცას რომ ვიტყვი რაც ქართულ, ეროვნულ ინტერესებთან არის დაკავშირებული, მყისვე მცდელობა ხდება იმისა, რომ რაღაცნაირად ეს დაკავშირებულ იქნას რუსულ საქმესთან და ლევან ბერძენიშვილი არის ერთ-ერთი მთავარი ყინულმჭრელი, ამ ძალიან ცუდ, ანტიეროვნულ საქმეში, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს რომ მას ვიღაც ფიზიკურად უნდა გაუსწორდეს",- განაცხადა მდინარაძემ.

ცნობისთვის, გუშინ, პროფესორმა ლევან ბერძენიშვილმა განაცხადა, რომ მის სახლთან 20-მდე ნიღბიანი პირი იყო მობილიზებული და მათი მიზანი, სავარაუდოდ, ფიზიკური ანგარიშსწორება იყო.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ფიშერი - ცოტა შეწუხებული ვარ პაპუაშვილის გამო, მას ან ნამდვილად არ ესმის, რას გულისხმობს ევროპა ან თავს აჩვენებს, რომ არ ესმის
რუსეთის მიერ უკრაინაში დადასტურებულმა დანაკარგებმა 350 000-ს გადააჭარბა
მოსკოვში გამარჯვების დღის აღლუმი ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მოკლე აღლუმი იყო
კობახიძემ ევროკავშირის ელჩს ტრაგიკული პიროვნება უწოდა, ჰერჩინსკიმ ლანძღვას უპასუხა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics