|
2023-05-16 15:51:05, 688 ნახვა
პოლიტიკა
ხაბეიშვილი - 600 ვაგონი რუსული, სანქცირებული მაზუთი დგას ყულევში - კორუფციული სქემის უკან უჩა მამაცაშვილი და პუტინის ბიზნესმენები დგანან
600 ვაგონი რუსული, სანქცირებული მაზუთი დგას ყულევში. საუბარია 35 000 ტონა ტვირთზე. გაყალბებულია წარმოშობის სერთიფიკატი - ამ კორუფციული სქემის უკან უჩა მამაცაშვილი და რუსი, პუტინის ბიზნესმენები დგანან,- ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი აცხადებს. ხაბეიშვილის თქმით, ტვირთის წარმოშობის სერტიფიკატი გაყალბებულია. "პუტინის გადაწყვეტილებებთან დაკავშირებით, იმ პუტინის, ბავშვების მოკვლით რომ არის დაკავებული, ჩვენი ქვეყნის ოკუპაციით, უკრაინაში ტერორიზმით, ფაქტობრივად, ასეთი განცხადებები მოვისმინე: კეთილი ნება, სამართლიანი, სასიკეთოდ წაადგება და თქვენ ხომ არ გგონიათ, რომ ამას მარგარიტა სიმონიანი ან სალავიოვი საუბრობდა, ამას საუბრობდა თეა წულუკიანი, რუსული პარტიის, რუსული მთავრობის წარმომადგენელი, ასე ლაპარაკობდა პუტინზე, ამ ტერორისტზე, 123 ქვეყანაში რომ ძებნილად არის გამოცხადებული, ლაპარაკობდა რომ სასიკეთო, სამართლიანი გადაწყვეტილებააო და არც შერცხვათ, უმრავლესობის ბევრმა წევრმა გაიმეორა მერე იგივე. სანქციებზე როცა საუბრობთ, ჩვენ ვითხოვთ სანქცირებას ბიძინა ივანიშვილის, უჩა მამაცაშვილის, ლილუაშვილის და მისი გარემოცვის და არა ჩვენი ქვეყნის სანქცირებას. მინდა ერთი ახალი ინფორმაცია მოგაწოდოთ, საგამოძიებო მოქმედებები რომ დაიწყოს სწრაფად: ყულევში ერთი კვირის წინ შემოსული 600 რუსული ვაგონია სანქცირებული მაზუთით დატვირთული, 35 ათას ტონაზეა საუბარი. მესაკუთრე არის „გაზპრომ ნეფტი“, დაიტვირთა მახაჩკალაში. დაღესტანი - აზერბაიჯანის გავლით შემოვიდა საქართველოს ტერიტორიაზე და ეს გადაზიდვა განახორციელა კომპანია „მადოფსმა“. ტვირთის წარმოშობის სერტიფიკატი არის გაყალბებული და ნათქვამია, რომ თითქოს „რუსთავ ოილი“ არის ასეთი და იქ მოიპოვეს თურმე, თუ გადაამუშავეს მაზუთი. არადა „რუსთავ ოილს“ ლიცენზია მხოლოდ ბიტუმის გადამუშავებაზე აქვს. ანუ ეგეთი ლიცენზია არ არსებობს, მაგრამ უცვლიან საქართველოში სერთიფიკატს, რომ მერე ეს ტვირთი მოხვდეს ევროკავშირის ქვეყნებში. სხვათაშორის, ბიზნესმენი, რომელიც ამას აკეთებს არის რუსი ბიზნესმენი ბატონი გოგელია. ამასობაში, ყველამ კარგად ვიცით, რომ სანქცირებულ ტვირთს საქართველოში ეზიდება ივანიშვილის ძმა. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, აგერ არის ექსპერტიზის დასკვნა, რომ ეს დიზელი არის მკვლელი დიზელი, ადამიანის ჯანმრთელობის და სიცოცხლისთვის არის უმძიმესი, მაგრამ ივანიშვილის ძმა არის. კი ამბობდა მე რა შუაში ვარო, მაგრამ ივანიშვილის ძმა და კაპანაძე ბიზნესპარტნიორები არიან. ამასობაში ოლიგარქიული მაფიოზური კლანი გაქვთ ჩამოყალიბებული და არაფერს ლაპარაკობთ ადამიანების გაჭირვებაზე, ტარიფებზე დაისვა საკითხი და ფეხებზე გკიდიათ, არც განიხილავთ ამას",- ამბობს ლევან ხაბეიშვილი.
ევროპის დღესთან დაკავშირებით ქართული ახალგაზრდული ორგანიზაციები ევროკავშირის ინსტიტუტების ლიდერებს ღია წერილით მიმართავენ
პეტერ მადიარი უნგრეთის პრემიერი ოფიციალურად გახდა
ლევან ხაბეიშვილზე ძალადობაში ბრალდებულმა სპეცრაზმელებმა ბრალი აღიარეს, მათ პატიმრობა შეუფარდეს
კრიპტო უკვე თიბისის მობაილბანკშია
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)