18:54 - 09 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-05-16 15:40:13, 593 ნახვა

პოლიტიკა
გოცირიძე - უვიზო რეჟიმის შემოღების ვერაგული გადაწყვეტილება რუსეთის ჯარში საქართველოს მოქალაქეების რეკრუტირებას ითვალისწინებს

ოპოზიციონერი დეპუტატის, რომან გოცირიძის განცხადებით, რუსეთის მიერ საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმის დაწესება ქვეყნის საერთაშორისო იმიჯზე მძიმე დარტყმაა.

როგორც გოცირიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, რუსეთმა  საქართველო, ფაქტობრივად,  მეგობარ სახელმწიფოდ აღიარა, რითაც ლუკაშენკოს ბელორუსის დონეზე დააყენა.

„უვიზო რეჟიმის შემოღებას ნუ მივუდგებით მხოლოდ ადამიანის გადაადგილების კონტექსტში. ეს არის ვერაგული გადაწყვეტილება, რომელიც ითვალისწინებს საქართველოს მოქალაქეების რეკრუტირებას რუსეთის ჯარში ფულის სანაცვლოდ. ნახევარი წლის წინ პუტინმა გამოსცა ბრძანებულება, რომლის მიხედვითაც უცხოეთის მოქალაქე, რომელიც ხელს მოაწერდა კონტრაქტს და იმსახურებდა რუსეთის ჯარში, ან სხვა სამხედრო შენაერთში, ღებულობდა რუსეთის მოქალაქეობას. გუშინ პუტინმა ამ ბრძანებულებაში შეიტანა ცვლილება, კიდევ უფრო გაამარტივა სხვა ქვეყნის მოქალაქისთვის რუსეთის მოქალაქეობის მიღება და მას უკვე შეუძლია მთელი ოჯახით გახდეს რუსეთის მოქალაქე. გარდა ამისა, რუსეთის ჯარში სამსახურისათვის ენიშნებათ ხელფასი. რაც შეეხება ფრენების აღდგენას, ეს კომპანია არის სანქცირებული, რომლის საიტზეც  საქართველოს მიტაცებული ტერიტორიები დამოუკიდებელ სახელმწიფოებად არის აღიარებული", - განაცხადა რომან გოცირიძემ.

შეგახსენებთ, 10 მაისს რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა რუსული ავიახაზებისთვის საქართველოსთან ფრენის აკრძალვა გააუქმა. საქართველოს მოქალაქეებისთვის ასევე გაუქმდა სავიზო რეჟიმი. ოფიციალურ პორტალზე გამოქვეყნებული განკარგულების თანახმად, გადაწყვეტილება ძალაში 2023 წლის 15 მაისიდან შევიდა. კიდევ ერთი გადაწყვეტილება, რომლის შესახებაც რუსეთმა  განაცხადა, „საქართველოში მოგზაურობისგან თავის შეკავების რეკომენდაციის“ გაუქმებას ეხება.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ევროპის დღესთან დაკავშირებით ქართული ახალგაზრდული ორგანიზაციები ევროკავშირის ინსტიტუტების ლიდერებს ღია წერილით მიმართავენ
პეტერ მადიარი უნგრეთის პრემიერი ოფიციალურად გახდა
ლევან ხაბეიშვილზე ძალადობაში ბრალდებულმა სპეცრაზმელებმა ბრალი აღიარეს, მათ პატიმრობა შეუფარდეს
კრიპტო უკვე თიბისის მობაილბანკშია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics