18:54 - 09 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-05-16 13:41:00, 961 ნახვა

პოლიტიკა
რუსეთის ტუროპერატორთა ასოციაცია - არაა გამორიცხული, რომ საქართველო-რუსეთს შორის ავტობუსის ტურებიც აღდგეს

არაა გამორიცხული, რომ პირდაპირი ფრენების პარალელურად საქართველო-რუსეთს შორის ავტობუსის ტურებიც აღდგეს,- აღნიშნულის შესახებ რუსეთის ტურების ოპერატორების ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტმა, არტურ მურადიანმა განაცხადა.

მურადიანის თქმით, თუ რუსეთსა და საქართველოს შორის საკმარისი რაოდენობის ავიარეისები შესრულდება წელიწადში 1 მილიონი ტურისტი რეალური ციფრი იქნება.

„საპაკეტო წინადადებები, ქართულ კომპანიებთან საკონტრაქტო ურთიერთობების განახლება და ერთობლივი ფორმაციების შეთავაზება - ეს ყველაფერი უახლოეს პერიოდში, რუსეთსა და საქართველოს შორის, საქართველოსა და რუსეთს შორის ტურიზმის სფეროში თანამშრომლობის საფუძველი გახდება, რაც დაასტაბილურებს ფასებს და გაზრდის ტურისტულ ნაკადებს ორ ქვეყანას შორის“,- განაცხადა მურადიანმა.

ცნობისთვის, 10 მაისს რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა რუსული ავიახაზებისთვის საქართველოსთან ფრენის აკრძალვა გააუქმა. საქართველოს მოქალაქეებისთვის ასევე გაუქმდა სავიზო რეჟიმი. ოფიციალურ პორტალზე გამოქვეყნებული განკარგულების თანახმად, გადაწყვეტილება ძალაში 2023 წლის 15 მაისიდან შევიდა. კიდევ ერთი გადაწყვეტილება, რომლის შესახებაც რუსეთმა  განაცხადა, „საქართველოში მოგზაურობისგან თავის შეკავების რეკომენდაციის“ გაუქმებას ეხება.

საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ გაავრცელა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, საქართველოსა და რუსეთის ფედერაციას შორის ფრენების განსახორციელებლად აუცილებელი ნებართვა ავიაკომპანია Azimuth Airlines-ზე გასცეს. ნებართვა გუშინ, 15 მაისს გაიცა. ირკვევა, რომ ავიაკომპანიის მიერ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში წარმოდგენილი ფრენის განაცხადის შესაბამისად, მოსკოვი-თბილისი-მოსკოვის საჰაერო ხაზზე ფრენების შესრულების ნებართვა მიმდინარე წლის 17 მაისიდან, კვირაში შვიდი სიხშირით გაიცა. სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ინფორმაციით, ავიაკომპანია Azimuth Airlines-ი ევროკავშირის შავ სიაში არ იმყოფება. 

„აზიმუტის“ მიერ გავრცელებული ცნობით, მოსკოვი-თბილისი-მოსკოვის რეისი 19 მაისიდან ყოველდღიურად შესრულდება.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ევროპის დღესთან დაკავშირებით ქართული ახალგაზრდული ორგანიზაციები ევროკავშირის ინსტიტუტების ლიდერებს ღია წერილით მიმართავენ
პეტერ მადიარი უნგრეთის პრემიერი ოფიციალურად გახდა
ლევან ხაბეიშვილზე ძალადობაში ბრალდებულმა სპეცრაზმელებმა ბრალი აღიარეს, მათ პატიმრობა შეუფარდეს
კრიპტო უკვე თიბისის მობაილბანკშია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics