07:18 - 04 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-05-16 11:56:21, 638 ნახვა

საზოგადოება
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში მარცვლეულის მწარმოებელთა ასოციაციის წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ შამუგია მარცვლეულის მწარმოებელთა ასოციაციის წარმომადგენლებს შეხვდა, სადაც ხორბლის დარჩენილი ადგილობრივი მარაგებისა და წლევანდელი ახალი მოსავლის დაბინავების საკითხები განიხილა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროავრცელებს.

მინისტრის განცხადებით, სახელმწიფოს მხარდაჭერის ფარგლებში, 2 წლის განმავლობაში ხორბლის თვითუზრუნველყოფის ნაწილში მოსავლიანობა 60%-ით გაიზარდა და მარცვლეულის წარმოების ზრდის პოზიტიური დინამიკა მომავალშიც შენარჩუნდება,  რაც სამინისტროს მიერ გატარებული თანმიმდევრული პოლიტიკის შედეგია.

უწყების ცნობით, აღსანიშნავია, რომ 4 ათასზე მეტი მარცვლეულის მწარმოებელი ფერმერი სარგებლობს შეღავათიანი აგროკრეტით, სადაც მიმდინარე ხარჯების დაფინანსების მიზნობრიობით გაცემული სესხის პროცენტის თანადაფინანსებას სოფლის განვითარების სააგენტო ახორციელებს. სახელმწიფო პროგრამების ფარგლებში დაფინანსებულია  შემნახველი ინფრასტრუქტურის მოწყობა;  ასევე, სასოფლო-სამეურნეო, მათ შორის მოსავლის ამღები ტექნიკა.

 

„სახელმწიფო ყოველთვის მხარში უდგას ფერმერებს და ახლაც აქტიურად მუშაობს, რათა ახალი მოსავლის აღება და რეალიზაცია ფერმერებმა შეუფერხებლად განახორციელონ. რაც შეეხება ბაზარზე არსებულ ხორბლის ფასს, რამდენიმე თვის წინ, ხორბლის ფასი ადგილობრივ ბაზარზე იყო მაღალი; თუმცა, მოსავლის რეალიზატორებს ჰქონდათ ფასის მატების მოლოდინი, რის გამოც არ მოახდინეს პროდუქციის რეალიზაცია. დღეის მდგომარეობით, ხორბლის ფასი მნიშვნელოვნად არის შემცირებული იმ ფაქტორის გათვალისწინებით, რომ მსოფლიო ბაზარზე დიდ მწარმოებელ ქვეყნებში მოსავალი უპრეცედენტოდ უხვი იყო. ჩვენ უახლოეს პერიოდში ველოდებით ახალ მოსავალს და მნიშვნელოვანია, რომ ფერმერებმა შეძლონ მოსავლის შეუფერხებლად დაბინავება და სათანადო შემოსავლის მიღება“, - განაცხადა ოთარ შამუგიამ.

 

„გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში ინტენსიურად იმართება შეხვედრები მარცვლეულის მწარმოებელ, ხორბლისა და ფქვილის ასოციაციის, პურის მწარმოებელთა ასოციაციის და წისქვილკომბინატების წარმომადგენლებთან, რათა  მიღწეულ იქნას ისეთი შეთანხმება, რომლის მიხედვითაც შენარჩუნდება პურზე ფასი და პარალელურად, ფერმერები შეძლებენ შეუფერხებლად მოსავლის დაბინავებას.

ყველა ჩართულ პირთან საკითხების საბოლოოდ შეჯერების შემდეგ უახლოეს მომავალში მიღებული იქნება სათანადო გადაწყვეტილება“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

 

 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
დუმამ ბალტიისპირეთის ქვეყნები სსრკ-დან გამოყოფის შესახებ შეთანხმების დარღვევაში დაადანაშაულა
კობახიძე ერევანში ევროპული პოლიტიკური გაერთიანების (EPC) მე-8 სამიტში მონაწილეობისთვის ჩავიდა
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
რეჟიმის მიერ წნეხში მოქცეული ქართული მედია - როგორ ხვდება ოცნების პირობებში პრესის თავისუფლების დღეს საქართველო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics