18:54 - 09 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-05-15 17:34:03, 690 ნახვა

პოლიტიკა
TI - „ქართულმა ოცნებამ“ 2023 წლის პირველ სამ თვეში 8 დონორისგან 300 000 ლარი მიიღო

საერთაშორისო გამჭირვალობა საქართველო პოლიტიკური შემოწირულებების სტატისტიკას აქვეყნებს, რომელიც 2023 წლის 1 იანვრიდან - 31 მარტის ჩათვლით მონაცემებს მოიცავს.

მათი ინფორმაციით, 2023 წლის 1 იანვრიდან - 31 მარტის ჩათვლით ყველა პარტიამ ჯამში 640 569 ლარის ოდენობის შემოწირულება მიიღო, აქედან თითქმის ნახევარი  - 300 000 ლარი მმართველ პარტიაზე მოდიოდა, მეორე ადგილზე იყო „ლელო საქართველოსთვის“ 201 000 ლარით, ხოლო მესამეზე – „ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის“ 84 299 ლარით.

რაც შეეხება შემწირველების რაოდენობას, აქ სათავეში არის „ლეიბორისტული პარტია“, რომელსაც საანგარიშო პერიოდში 88-ჯერ შეწირეს თანხა, თუმცა ამ შემოწირულებების უმრავლესობა მცირე თანხებს შეადგენდა.

"საანგარიშო პერიოდში „ქართულმა ოცნებამ“ თითქმის იმდენივე შემოწირულება მიიღო რამდენიც ყველა სხვა პარტიამ ჯამურად, თუმცა ეს დონორების სიმრავლის ხარჯზე არ მომხდარა — მმართველ პარტიას სულ 8 დონორი ჰყავდა, რომლებმაც პარტიის სასარგებლოდ მსხვილი თანხები გაიღეს. 8 დონორიდან 6 ბათუმელი ბიზნესმენია, აქედან ერთ-ერთის, ბათუმის საკრებულოს ყოფილი წევრის, ნუკრი დოლიძის კომპანიები რეგულარულად იგებენ მრავალმილიონიან სახელმწიფო ტენდერებს", - ნათქვამია "საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს" მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ევროპის დღესთან დაკავშირებით ქართული ახალგაზრდული ორგანიზაციები ევროკავშირის ინსტიტუტების ლიდერებს ღია წერილით მიმართავენ
პეტერ მადიარი უნგრეთის პრემიერი ოფიციალურად გახდა
ლევან ხაბეიშვილზე ძალადობაში ბრალდებულმა სპეცრაზმელებმა ბრალი აღიარეს, მათ პატიმრობა შეუფარდეს
კრიპტო უკვე თიბისის მობაილბანკშია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics