|
2023-05-15 15:47:22, 683 ნახვა
პოლიტიკა
გახარია მთავრობას - ასეთი იდიოტური ნაბიჯები ქვეყნის ევროპულ მომავალს კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენებს
საქართველოს ხელისუფლებას უნდა 2024 წელს რუსული არჩევნები ჩაგვიტაროს,- ამის შესახებ პარტია "საქართველოსთვის" ლიდერმა, გიორგი გახარიამ ვიდეომიმართვაში განაცხადა. გახარიას თქმით, საქართველოს მთავრობის "იდიოტური ნაბიჯები" ქვეყნის ევროპულ მომავალს კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენებს. „ძალიან დიდი იმედგაცრუებაა საქართველოთი. საერთოდ რთული ასახსნელია. ჩვენი ქვეყნის მეგობრები ვერ ხვდებიან, როგორ შეიძლება საერთოდ საქართველოში კითხვის ნიშანი არსებობდეს ქვეყნის საგარეო ორიენტაციასთან დაკავშირებით. საქართველოს მთავრობას ჰქონდა ერთადერთი მიზანი, საერთოდ არაფერი გაეკეთებინა იმისთვის, რომ საქართველოს მიეღო კანდიდატის სტატუსი. უბრალოდ რომ გაჩერებულიყვნენ, არაფერი რომ არ ექნათ, საქართველოს დღეს ექნებოდა გარანტირებული ევროპული მომავალი უკრაინასთან და მოლდოვასთან ერთად. დღეს, მას შემდეგ, რაც საქართველოს მთავრობამ უცხოური ქვეყნის აგენტების შესახებ კანონი დააანონსა,შემდგომ გულთბილად მიესალმა რუსეთის პრეზიდენტის გადაწყვეტილებებს. რამდენიმე დღის წინ საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელის არჩევის წესი შეცვალა და დარწმუნებული ვარ, ასეთ იდიოტურ ნაბიჯებს კიდევ გააგრძელებენ, საქართველოს ევროპულ მომავალს მიზანმიმართულად და ხელოვნურად აყენებენ კითხვის ნიშნის ქვეშ. ჩვენი მეგობრები ვერ ხვდებიან, საქართველოს მთავრობა რატომ იქცევა ასე, ვერ ხვდებიან, სად დაუშვეს მათ შეცდომა, რა არის ამის მიზეზი და ა.შ... რა თქმა უნდა, მე როგორც საქართველოს მოქალაქე და ქართველი, ვერ ავუხსნი და ვერ ვეტყვი ასე ღიად და პირდაპირ, რომ დღევანდელ ხელისუფლებას ერთადერთი მიზანი აქვს, რომ ძალაუფლება როგორმე შეინარჩუნოს და ქოლცენტრებში მოპარული ფული რომ შეინარჩუნოს და რეალურად რომ ფეხებზე ჰკიდიათ საქართველოს მოქალაქეები და მათი ევროპული მომავალი ... უნდა გვესმოდეს ერთი რამ, ჩვენ თუ გვინდა, რომ თითოეულ ქართველს, არჩევანის უფლება არ წაგვართვან, რასაც ახლა აპირებენ, სხვათაშორის, ესეც, რა თქმა უნდა, ევროპულ სივრცეშია შესაძლებელი. აბა, სადმე გაგიგიათ, სამართლიანი არჩევნები რუსეთში? დღეს რასაც აკეთებს საქართველოს მთავრობა, მათ უნდათ რომ 2024 წელს ჩაგვიტარონ რუსული არჩევნები. საკითხი ისე კი არ დგას, გვაქვს თუ არა კიდევ შანსი? შანსი, რა თქმა უნდა, გვაქვს და რა თქმა უნდა, ამას მივაღწევთ, ჩვენ დავიცავთ ევროპულ მომავალს, არჩევანზეც აღარაა, ჩვენ უკვე სხვა გზა აღარ გვაქვს”,- განაცხადა გახარიამ.
ევროპის დღესთან დაკავშირებით ქართული ახალგაზრდული ორგანიზაციები ევროკავშირის ინსტიტუტების ლიდერებს ღია წერილით მიმართავენ
პეტერ მადიარი უნგრეთის პრემიერი ოფიციალურად გახდა
ლევან ხაბეიშვილზე ძალადობაში ბრალდებულმა სპეცრაზმელებმა ბრალი აღიარეს, მათ პატიმრობა შეუფარდეს
კრიპტო უკვე თიბისის მობაილბანკშია
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)