18:54 - 09 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-05-15 14:22:55, 643 ნახვა

პოლიტიკა
ღუდუშაური - სალომე ზურაბიშვილი ტელეკამერების წინ ვეტოს ისე იქნევს, როგორც ხმალს [ვიდეო]

სალომე ზურაბიშვილი ტელეკამერების წინ ვეტოს ისე იქნევს, როგორც ხმალს,- ამის შესახებ "ქართული ოცნების" დეპუტატმა, ალუდა ღუდუშაურმა განაცხადა. 

ღუდუშაურის თქმით, როდესაც ქალბატონი პრეზიდენტი არარსებულ კანონზე აკეთებს განცხადებას, მან როგორც მინიმუმ უნდა დატუქსოს თავისი აპარატის წარმომადგენლები. 

"ისე იქნევს ამ ვეტოს ქალბატონი პრეზიდენტი ტელეკამერების წინ, როგორც ხმალს, ამიტომ მე მას განვუმარტავდი, რომ იქნებ თავის აპარატს უთხრას,რომ ვეტო რა შემთხვევაში შეიძლება იყოს გამოყენებული. არარსებულ კანონზე, როდესაც ასეთ განცხადებას აკეთებს ქალბატონი პრეზიდენტი, მე ვფიქრობ, რომ მან აუცილებლად უნდა, როგორც მინიმუმ დატუქსოს თავისი აპარატის წარმომადგენლები",- განაცხადა ღუდუშაურმა.

ცნობისთვის, ცენტრალური საარჩევო კომისიის თავმჯდომარეობისა და ე.წ. პროფესიული წევრობის კანდიდატების შერჩევის და საკანონმდებლო ორგანისთვის წარდგენის უფლებამოსილება პრეზიდენტის ნაცვლად, პარლამენტის თავმჯდომარეს ექნება. ცვლილებები, რომელიც აღნიშნულს ითვალისწინებს და რომელთა ინიციატორებიც "ქართული ოცნების" დეპუტატები არიან, „საარჩევნო კოდექსსა“ და რეგლამენტში შედის.

დაგეგმილ ცვლილებებს გამოეხმაურა პრეზიდენტის ადმინისტრაცია და თქვა, რომ ცესკო-ს თავმჯდომარისა და ე.წ. პროფესიული წევრობის კანდიდატების შერჩევაზე კანონს პრეზიდენტი ვეტოს დაადებს.

ამასთან, გუშინ, 14 მაისს "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ცესკო-სთან დაკავშირებულ კანონპროექტზე პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ თუ პრეზიდენტი ცესკო-სთან დაკავშირებულ ცვლილებებს ვეტოს დაადებს, მაშინ პარტია მას დაძლევს.

 









ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ევროპის დღესთან დაკავშირებით ქართული ახალგაზრდული ორგანიზაციები ევროკავშირის ინსტიტუტების ლიდერებს ღია წერილით მიმართავენ
პეტერ მადიარი უნგრეთის პრემიერი ოფიციალურად გახდა
ლევან ხაბეიშვილზე ძალადობაში ბრალდებულმა სპეცრაზმელებმა ბრალი აღიარეს, მათ პატიმრობა შეუფარდეს
კრიპტო უკვე თიბისის მობაილბანკშია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics