18:54 - 09 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-05-13 22:39:08, 753 ნახვა

პოლიტიკა
კახაძე - გავრილოვი პირდაპირ კავშირშია ოპოზიციასთან

გავრილოვი არის პირდაპირ კავშირში ოპოზიციასთან, - ამის შესახებ ქართული ოცნების დეპუტატმა ლადო კახაძემ შაბათის ფორმულასთან საუბარისას განაცხადა. 

მისივე თქმით, გავრილოვი პარლამენტის თავმჯდომარის სკამზე თავისი ნებით დაჯდა, რაც იყო პროვოკაციული ნაბიჯი და მიზნად საზოგადოების აბუნტებას ისახავდა.

"ზარ-ზეიმით ვინ დახვდა?! თქვენ ხომ იცით როგორ დაჯდა გავრილოვი იმ სკამში [პარლამენტის თავმჯდომარის სკამში]? თავისი ინიციატივით. იქ არ უნდა დამჯდარიყო გავრილოვი. ეს იყო ნიშანი - აი, აბუნტდითო. ანუ გავრილოვი არის პირდაპირ კავშირში ოპოზიციასთან", - განაცხადა კახაძემ.

ცნობისთვის, რუსეთის დუმის დეპუტატმა, სერგეი გავრილოვმა მას შემდეგ, რაც პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმი და პირდაპირი ფრენების აკრძალვა გააუქმა, თქვა, რომ საქართველოში ჩამოსვლას აპირებს. 

აღსანიშნავია, რომ სერგეი გავრილოვი საქართველოში იმყოფებოდა 2019 წელსაც, რა დროსაც მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის სხდომის ფარგლებში, მან პარლამენტის თავმჯდომარის სკამი დაიკავა. მომხდარს თბილისში პროტესტი მოჰყვა. ფრენების შეწყვეტის შესახებ ბრძანება რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა 2019 წლის 21 ივნისს, სწორედ ანტისაოკუპაციო აქციების გამო გამოსცა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ევროპის დღესთან დაკავშირებით ქართული ახალგაზრდული ორგანიზაციები ევროკავშირის ინსტიტუტების ლიდერებს ღია წერილით მიმართავენ
პეტერ მადიარი უნგრეთის პრემიერი ოფიციალურად გახდა
ლევან ხაბეიშვილზე ძალადობაში ბრალდებულმა სპეცრაზმელებმა ბრალი აღიარეს, მათ პატიმრობა შეუფარდეს
კრიპტო უკვე თიბისის მობაილბანკშია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics