08:02 - 04 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-05-12 17:17:49, 812 ნახვა

საზოგადოება
სამართალშემოქმედებითი პროცესი იუსტიციის სამინისტროში ინოვაციური ციფრული პლატფორმის გამოყენებით წარიმართება

იუსტიციის სამინისტროს საგრანტო კონკურსში გამარჯვებული ერთ-ერთი პროექტი „სამართლის ინოვაციური ტექნოლოგიები" დასრულდა. იუსტიციის სამინისტროს ცნობით, ციფრული ხელსაწყო (digital tool), რომელიც სამართალშემოქმედების პროცესის ავტომატიზაციას ითვალისწინებს, უკვე გამართულად ფუნქციონირებს.

უწყების ინფორმაციით, სამუშაო პროცესში ციფრული პლატფორმის გამოყენებისათვის რამდენიმეეტაპიანი გადამზადება გაიარეს სამინისტროს სამართალშემოქმედების დეპარტამენტის თანამშრომლებმაც. შესაბამისი სერტიფიკატები მათ იუსტიციის მინისტრის მოადგილე თორნიკე ჭეიშვილმა და პროექტის ავტორებმა გადასცეს.

"ლიგალტექის პროგრამა „Logos"-ის გამოყენებით სამართლებრივი აქტების პროექტების შექმნა ამარტივებს სამართალშემოქმედებით საქმიანობასთან დაკავშირებულ პროცესს და შესაძლებელს ხდის ტექსტის გარდაქმნას სქემატურ გამოსახულებად, აგრეთვე, ნორმათა ციფრულ ვიზუალიზაციას. აღსანიშნავია, რომ მსგავს პროგრამას სამართალშემოქმედებით საქმიანობაში იყენებს გერმანიის იუსტიციის ფედერალური სამინისტრო.

პროექტის ავტორები არიან შტაინბაისის უნივერსიტეტის პრეზიდენტი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი გიორგი ხუბუა და ბტუ-ს სამართლის ტექნოლოგიების ასოცირებულ პროფესორი, სამართლის ინჟინერი ლადო სირდაძე. პროგრამის განხორციელებაში ჩართული იყო ვიადრინას უნივერსიტეტის ემერიტუსი პროფესორი, ვენის უნივერსიტეტის საპატიო პროფესორი შტეფან ბრაიდენბახი.

იუსტიციის სამინისტრო უწყების საქმიანობაში სამოქალაქო ჩართულობის გაძლიერებისათვის საგრანტო კონკურსს ყოველწლიურად აცხადებს. გასულ წელს 17 საუკეთესო პროექტი დაფინანსდა",- ნათქვამია იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
დუმამ ბალტიისპირეთის ქვეყნები სსრკ-დან გამოყოფის შესახებ შეთანხმების დარღვევაში დაადანაშაულა
კობახიძე ერევანში ევროპული პოლიტიკური გაერთიანების (EPC) მე-8 სამიტში მონაწილეობისთვის ჩავიდა
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
რეჟიმის მიერ წნეხში მოქცეული ქართული მედია - როგორ ხვდება ოცნების პირობებში პრესის თავისუფლების დღეს საქართველო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics