21:11 - 09 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-05-12 15:46:35, 990 ნახვა

პოლიტიკა
საოკუპაციო რეჟიმმა 2023 წლის აპრილში ე.წ. საზღვრის დარღვევის გამო 45 ადამიანი დააკავა

დროებით ოკუპირებული ცხინვალის ე.წ სახელმწიფო უსაფრთხოების კომიტეტის (კგბ) ცნობით, მხოლოდ 2023 წლის აპრილში ე.წ. საზღვრის სხვადასხვა მონაკვეთზე 45 "კანონდამრღვევი" დააკავეს.

მათი ცნობით, დაკავებულთაგან 21 ადამიანმა "სახელმწიფო საზღვარი", ხოლო 24-მა სასაზღვრო რეჟიმი დაარღვია.

"სახელმწიფო საზღვარზე არსებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი რეჟიმების დამრღვევებთან მიმართებაში ჩატარებული პროცედურული ღონისძიებების შედეგად, გამოყენებული იქნა ადმინისტრაციული ღონისძიებები, რა დროსაც, 25 ადამიანს ადმინისტრაციული ჯარიმა დაეკისრა, 3-ს ადმინისტრაციული გარიცხვა ჯარიმით, 15-მა გაფრთხილება მიიღო, ხოლო 2 პირს კი ადმინისტრაციული წარმოება შეუწყდა.

"სამხრეთ ოსეთის" რესპუბლიკის კგბ-ს საზღვრის დაცვის სამსახური აცნობებს რესპუბლიკის მოქალაქეებს და სტუმრებს, რომლებიც რესპუბლიკაში ვიზიტს გეგმავს, საიდენტიფიკაციო დოკუმენტების ქონის (პასპორტის, ID ბარათის, მცირეწლოვნებისთვის დაბადების მოწმობის და უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის - საზღვრის კვეთის უფლების) აუცილებლობაზე",- აღნიშნულია განცხადებაში.

ცნობისთვის, უკანონო დაკავების ბოლო ფაქტი, გუშინ, 11 მაისს დაფიქსირდა. საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა საქართველოს მოქალაქე უკანონოდ გორის მუნიციპალიტეტის სოფელ მეჯვრისხევის მიმდებარედ ოკუპირებულ ტერიტორიაზე დააკავეს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ზვიად მაისაშვილი: ორივე სპეცრაზმელმა აღიარა დანაშაული, ბოდიში მოიხადეს
ზურაბიშვილმა ევროკავშირის ელჩს დიუშენის მქონე ბავშვების დახმარების თხოვნით მიმართა
ევროპის დღესთან დაკავშირებით ქართული ახალგაზრდული ორგანიზაციები ევროკავშირის ინსტიტუტების ლიდერებს ღია წერილით მიმართავენ
პეტერ მადიარი უნგრეთის პრემიერი ოფიციალურად გახდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics