21:12 - 09 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-05-12 09:34:15, 776 ნახვა

პოლიტიკა
ლეონიდ სლუცკი - ზურაბიშვილის განცხადებები ნაკარნახევია გარედან და არ ემსახურება ეროვნულ ინტერესებს

სალომე ზურაბიშვილის განცხადება რუსეთის მიერ საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის გაუქმების შესახებ გარედან არის ნაკარნახევი და არ ემსახურებაეროვნულ ინტერესებს,- ამის შესახებ რუსეთის დუმის საერთაშორისო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ლეონიდ სლუცკიმ განაცხადა.

სლუცკის თქმით, საქართველოში შედარებით გაწონასწორებულ პოზიციას მმართველი პარტია იჭერს.

"სალომე ზურაბიშვილის განცხადებები ნაკარნახევია გარედან და არ ემსახურება ეროვნულ ინტერესებს. მმართველი პარტიის ხელმძღვანელობა გაცილებით გაწონასწორებულ პოზიციას იკავებს, რომელიც, პირველ რიგში, ეკონომიკურ პრიორიტეტებზეა დამყარებული",- განაცხადა დეპუტატმა.

მისივე თქმით, მოსკოვთან კონსტრუქციულ და ურთიერთსასარგებლო ურთიერთობებზე გადასვლა ხელს შეუწყობს სტაბილურობის დამყარებას მთლიანად რეგიონში.

ცნობისთვის, 10 მაისს რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა რუსული ავიახაზებისთვის საქართველოსთან ფრენის აკრძალვა გააუქმა. საქართველოს მოქალაქეებისთვის ასევე გაუქმდა სავიზო რეჟიმი. ოფიციალურ პორტალზე გამოქვეყნებული განკარგულების თანახმად, გადაწყვეტილება ძალაში 2023 წლის 15 მაისიდან შევა. კიდევ ერთი გადაწყვეტილება, რომლის შესახებაც რუსეთმა გუშინ განაცხადა, „საქართველოში მოგზაურობისგან თავის შეკავების რეკომენდაციის“ გაუქმებას ეხება.

აღსანიშნავია, რომ ფრენის აკრძალვის გაუქმების შემდეგ, რუსულმა მედიამ ქვეყნის ტრანსპორტის სამინისტროზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია, რომ რუსული ავიაკომპანიები მოსკოვი-თბილისი-მოსკოვის მიმართულებით კვირაში 7 პირდაპირ რეისს განახორციელებენ.

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა მოსკოვის ამ გადაწყვეტილებას მორიგი პროვოკაცია უწოდა და განაცხადა, რომ „დროა, შეიკრიბოს უსაფრთხოების საბჭო და განიხილოს 3-თვიანი ვიზების დაწესება რუსეთის მოქალაქეებისთვის“.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ზვიად მაისაშვილი: ორივე სპეცრაზმელმა აღიარა დანაშაული, ბოდიში მოიხადეს
ზურაბიშვილმა ევროკავშირის ელჩს დიუშენის მქონე ბავშვების დახმარების თხოვნით მიმართა
ევროპის დღესთან დაკავშირებით ქართული ახალგაზრდული ორგანიზაციები ევროკავშირის ინსტიტუტების ლიდერებს ღია წერილით მიმართავენ
პეტერ მადიარი უნგრეთის პრემიერი ოფიციალურად გახდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics