|
2015-01-06 20:25:53, 4180 ნახვა
პოლიტიკა
ზვიად კვაჭანტირაძე: პრეზიდენტის წარმომადგენელი საგარეო პოლიტიკის უწყებათაშორისი საბჭოს შემდეგ სხდომებს დაესწრება
„პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენელი საგარეო პოლიტიკის უწყებათაშორისო საბჭოს შემდეგ სხდომებს დაესწრება“, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელმა ზვიად კვაჭანტირაძემ ჟურნალისტებს მთავრობის ადმინისტრაციაში განუცხადა. მისივე თქმით, პრეზიდენტის ადმინისტრაციაში აღნიშნულ სხდომაზე დასასწრებად მთავრობის მხრიდან მოწვევა აუცილებლად გაიგზავნება. „დღეს საორგანიზაციო ხასიათის შეხვედრა იყო. პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან წარმომადგენელი კი, საბჭოს შემდეგ შეხვედრებს აუცილებლად დაესწრება. დავალებით მთავრობა ვერ დაავალებს, მაგრამ ადმინისტრაციაში მოწვევა აუცილებლად გაიგზავნება, სხდომას ალბათ, პრეზიდენტის მრჩეველი საგარეო საკითხებში დაესწრება“, – აღნიშნა კვაჭანტირაძემ. ცნობისთვის, მთავრობის ადმინისტრაციაში საგარეო პოლიტიკის უწყევათაშორისი კომისიის პირველი სხდომა გაიმართა. სხდომას პრემიერ–მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ხელმძღვანელობდა. მას მთავრობის წარმომადგენლები და საპარლამენტო უმრავლესობის წევრები ესწრებოდნენ.
|
რედაქტორის რჩევით
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
გულით ტარებული სამკლაური: გურამ კაშიას ბრძოლა მოედანსა და მის მიღმა
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინაში რუსული არმია ტერიტორიებს ზედიზედ მეორე თვეა კარგავს
რუსეთმა კიევზე, დნეპრისა და ხარკოვზე დრონებითა და სარაკეტო იერიში მიიტანა, ათი ადამიანი დაიღუპა და 100-ზე მეტი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)