|
2023-05-11 22:14:37, 776 ნახვა
საზოგადოება
ზურაბ აზარაშვილი: წამლის ხარისხის კონტროლის ლაბორატორია და ფარმაცევტული მიმართულებით გადადგმული ყველა ნაბიჯი ხარისხიან მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობის ზრდისკენ არის მიმართული
გასული წლის იანვრიდან აქტიური ქმედებები დავიწყეთ ფარმაცევტული ბაზრის კიდევ უფრო მეტი გამჭვირვალობის, ფარმაცევტულ ბაზარზე არსებული მედიკამენტების ხარისხისა და ფასების კონტროლის კუთხით. წამლის ხარისხის კონტროლის სახელმწიფო ლაბორატორია და ფარმაცევტული მიმართულებით გადადგმული ყველა ნაბიჯი მიმართულია იმისკენ, რომ ჩვენს მოქალაქეებს ჰქონდეთ ხარისხიან მედიკამენტებზე კიდევ უფრო მეტი ხელმისაწვდომობა და სახელმწიფო სულად აკონტროლებდეს ფარმაცევტულ ბაზარს ამ მიზნებისთვის, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა განაცხადა. ზურაბ აზარაშვილის თქმით, ბოლო 20 წლის განმავლობაში ქვეყანას არ ჰქონდა წამლის ხარისხის კონტროლის სახელმწიფო ლაბორატორია და ამ მიზნებისთვის უწყება სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს, სხვადასხვა კერძო ლაბორატორიას, მათ შორის საზღვარგარეთაც მიმართავდა. „ჩვენ უკვე ამაყად შეგვიძლია განვაცხადოთ, რომ დღეს ამ პროცესის ორგანიზება შეგვიძლია ჩვენს სახელმწიფო ლაბორატორიაში. აქ 30-მდე სხვადასხვა პარამეტრით მოხდება წამლის ხარისხის შემოწმება. ვფიქრობ, რომ GMP და GDP სტანდარტთან ერთად, რაც მედიკამენტების ქვეყანაში რეალიზაციისთვის, 2022 წლის იანვრიდან სავალდებულოა, ეს არის ერთ-ერთი დამაგვირგვინებელი რგოლი“, - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა.
დუმამ ბალტიისპირეთის ქვეყნები სსრკ-დან გამოყოფის შესახებ შეთანხმების დარღვევაში დაადანაშაულა
კობახიძე ერევანში ევროპული პოლიტიკური გაერთიანების (EPC) მე-8 სამიტში მონაწილეობისთვის ჩავიდა
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
რეჟიმის მიერ წნეხში მოქცეული ქართული მედია - როგორ ხვდება ოცნების პირობებში პრესის თავისუფლების დღეს საქართველო
|
რედაქტორის რჩევით
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
რეჟიმის მიერ წნეხში მოქცეული ქართული მედია - როგორ ხვდება ოცნების პირობებში პრესის თავისუფლების დღეს საქართველო
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)