21:11 - 09 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-05-11 17:21:43, 738 ნახვა

პოლიტიკა
კობახიძე - გავრილოვთან ღვინით დგომა ელემენტარული ადათ-წესების ამბავია

გავრილოვთან ღვინით დგომა არის ელემენტარული ადათ-წესების ამბავი,- ამის შესახებ "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

ჟურნალისტის შეკითხვას, მას შემდეგ, რაც რუსეთის დუმის დეპუტატმა, სერგეი გავრილოვმა თქვა, რომ საქართველოში ჩამოსვლას გეგმავს, აპირებს თუ არა მმართველი პარტიის თავმჯდომარე მას 2019 წლის მსგავსად დახვდეს, კობახიძემ ასე უპასუხა:

"გავრილოვი რატომღაც არის კონკრეტული სამი ტელევიზიის ფავორიტი რესპონდენტი. რაც შეეხება ღვინით დგომას, ეს არის ელემენტარული ადათ-წესების ამბავი, ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, მაგრამ, რაც შეეხება იმას, რომ გავრილოვი არის თქვენი ტელევიზიების ფავორიტი რესპონდენტი, ეს ძალიან ბევრ რამეზე მეტყველებს".

ცნობისთვის, რუსეთის დუმის დეპუტატმა, სერგეი გავრილოვმა მას შემდეგ, რაც პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმი და პირდაპირი ფრენების აკრძალვა გააუქმა, თქვა, რომ საქართველოში ჩამოსვლას აპირებს. 

აღსანიშნავია, რომ სერგეი გავრილოვი საქართველოში იმყოფებოდა 2019 წელსაც, რა დროსაც მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის სხდომის ფარგლებში, მან პარლამენტის თავმჯდომარის სკამი დაიკავა. მომხდარს თბილისში პროტესტი მოჰყვა. ფრენების შეწყვეტის შესახებ ბრძანება რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა 2019 წლის 21 ივნისს, სწორედ ანტისაოკუპაციო აქციების გამო გამოსცა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ზვიად მაისაშვილი: ორივე სპეცრაზმელმა აღიარა დანაშაული, ბოდიში მოიხადეს
ზურაბიშვილმა ევროკავშირის ელჩს დიუშენის მქონე ბავშვების დახმარების თხოვნით მიმართა
ევროპის დღესთან დაკავშირებით ქართული ახალგაზრდული ორგანიზაციები ევროკავშირის ინსტიტუტების ლიდერებს ღია წერილით მიმართავენ
პეტერ მადიარი უნგრეთის პრემიერი ოფიციალურად გახდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics