23:59 - 09 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-05-11 13:16:31, 1217 ნახვა

პოლიტიკა
დასანქცირდეს კობახიძე და ივანიშვილი - გონჩარენკოს მიმართვა ზელენსკის

უკრაინის რადას დეპუტატი, ოლექსეი გონჩარენკო უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ბიძინა ივანიშვილისთვის და "ქართული ოცნების" თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძესთვის სანციების დაწესებისთვის მიმართავს.

ოფიციალურ მიმართვას, რადას დეპუტატის სოციალურ ქსელში ავრცელებს.

"ვინ არიან ისინი და რატომ არის საჭირო სანქციები?

ბიძინა ივანიშვილი არის ქართველი პრორუსი ოლიგარქი, საქართველოს პრემიერ-მინისტრი 2012-2013 წლებში, მაგრამ დღემდე ითვლება „საქართველოს არაფორმალურ მმართველად“. ამავდროულად, მას აქვს მჭიდრო კავშირი რუსულ პოლიტიკურ ელიტასთან, აქტიურად ეწევა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გვერდის ავლის საკითხს. 2012 წელს მან დააარსა პოლიტიკური პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“, რომელიც დღეს მმართველი პარტიაა და რომელსაც ირაკლი კობახიძე ხელმძღვანელობს.

კობახიძე თანმიმდევრულად ავრცელებს რუსულ ნარატივებს, მაგალითად, უკრაინის ომს უწოდებს „მაიდანის შედეგს“, დადებითად საუბრობს საქართველოსა და რუსეთს შორის საჰაერო მიმოსვლის აღდგენაზე.

2022 წელს კი რუსეთის ფედერაციასა და საქართველოს შორის ვაჭრობამ მიაღწია რეკორდულ მაჩვენებელს ბოლო 16 წლის განმავლობაში, რაც საქართველოს ხელისუფლების პრორუსული პოლიტიკის შედეგია და პირდაპირ ეწინააღმდეგება უკრაინისა და საქართველოს ორმხრივი ურთიერთობების სტრატეგიულ სულისკვეთებას.

სანამ ქართველები უკრაინის მხარეს იბრძვიან, საქართველოს პრორუსული ხელისუფლება რუსეთთან დაახლოებისკენ მიისწრაფვის და მათ ეკონომიკური სიძნელეების დაძლევაში ეხმარება.

ამიტომ მიმაჩნია, რომ აუცილებელია ამ ადამიანების მიმართ სანქციების დაწესება",- აღნიშნულია გონჩარენკოს მიმართვაში.

 



 

 

 


 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ორბანმა უნგრეთის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა დატოვა
ზვიად მაისაშვილი: ორივე სპეცრაზმელმა აღიარა დანაშაული, ბოდიში მოიხადეს
ზურაბიშვილმა ევროკავშირის ელჩს დიუშენის მქონე ბავშვების დახმარების თხოვნით მიმართა
ევროპის დღესთან დაკავშირებით ქართული ახალგაზრდული ორგანიზაციები ევროკავშირის ინსტიტუტების ლიდერებს ღია წერილით მიმართავენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics