|
2023-05-11 12:17:57, 840 ნახვა
საზოგადოება
ფხალაძე TAV Georgia-ს - გასაკვირია, რატომ დასჭირდა კომპანიას პასუხის გაცემა, როცა მას არავინ ადანაშაულებს ფრენების აღდგენაში
გასაკვირია, კერძო კომპანიას რატომ დასჭირდა პასუხის გაცემა, როცა მას არავინ ადანაშაულებს ფრენების აღდგენაში?,- ასე ეხმაურება TAV Georgia-ს ყოფილი თანამშრომელი, გიორგი ფხალაძე კომპანიის განცხადებას. გიორგი ფხალაძის თქმით, მის "სტატუსში ფაქტობრივი უზუსტობა არ ყოფილა". „ტავ ურბანს", სადაც ვმუშაობდი განცხადება გაუვრცელებია თითქოს ჩემს განცხადებაში ფაქტობრივი უზუსტობებია. პირველ რიგში, გასაკვირია, კერძო კომპანიას რატომ დასჭირდა პასუხის გაცემა, როცა მას არავინ ადანაშაულებს ფრენების აღდგენაში? მეც არ მიხსენებია არც ერთ ჩემს საჯარო გამოსვლაში მათი სახელი. იმიტომ ხომ არა, რომ კომპანია აქტიურად თანამშრომლობს სუს-თან და მიიღეს მითითება ეპასუხათ? რომელი ფაქტობრივი უზუსტობა არის ჩემს სტატუსში? განცხადება წამოსვლის შესახებ დაწერილია? დაწერილია! დაწერილია 10 მაისს. პირდაპირი რეისის მგზავრებს მოვემსახურები? არ მოვემსახურები! კომპანია ვერსად ვერ მოიძიებს ინფორმაციას, სადაც ვიძახი, რომ მე ხომალდებს ვემსახურები. ვმუშაობდი ავტოსადგომის მოლარედ, რომლითაც სარგებლობს ჩამოსული მგზავრიც და დამხვედრიც. კიდევ ვსვამ კითხვას, რატომ დასჭირდა კომპანიას პასუხის გაცემა იმაზე, რაზეც არავინ ადანაშაულებდა?- წერს ფხალაძე სოციალურ ქსელში. ცნობისთვის, გუშინ, 10 მაისს გიორგი ფხალაძემ სოციალურ ქსელში გაავრცელა ინფორმაცია, რომ რუსითიდან პირდაპირი რეისით ჩამოფრენილებს არ მოემსახურებოდა და სამსახურიდან წასვლის განცხადება დაწერა. ფხალაძის განცხადებას ცოტა ხნის წინ გამოეხმაურა თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტების მმართველი კომპანია TAV Georgia და განაცხადა, რომ გიორგი ფხალაძემ სამსახურის დატოვებაზე ადამიანური რესურსების მართვის სამსახურს 1-ელ მაისს მიმართა და ამას კავშირი ვერ ექნება რუსეთის მიერ საქართველოსთვის სავიზო რეჟიმის გაუქმებასთან. აღსანიშნავია, რომ ფხალაძის ეს რეაქცია რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმი გააუქმების გადაწყვეტილებას მოჰყვა. ოფიციალურ პორტალზე გამოქვეყნებული განკარგულების თანახმად, გადაწყვეტილება ძალაში 2023 წლის 15 მაისიდან შევა. გარდა ამისა, პუტინმა გააუქმა რუსული ავიახაზებისთვის საქართველოსთან ფრენის აკრძალვა. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსებისთვის „საქართველოში მოგზაურობისგან თავის შეკავების რეკომენდაციაც“ გააუქმა.
დუმამ ბალტიისპირეთის ქვეყნები სსრკ-დან გამოყოფის შესახებ შეთანხმების დარღვევაში დაადანაშაულა
კობახიძე ერევანში ევროპული პოლიტიკური გაერთიანების (EPC) მე-8 სამიტში მონაწილეობისთვის ჩავიდა
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
რეჟიმის მიერ წნეხში მოქცეული ქართული მედია - როგორ ხვდება ოცნების პირობებში პრესის თავისუფლების დღეს საქართველო
|
რედაქტორის რჩევით
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
რეჟიმის მიერ წნეხში მოქცეული ქართული მედია - როგორ ხვდება ოცნების პირობებში პრესის თავისუფლების დღეს საქართველო
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)