|
2023-05-11 10:54:46, 1240 ნახვა
რეგიონი
კასპის მერია - იცნობდეთ ტატო ბეჟიტაშვილს - წარმატებულ სტუდენტსა და ახალგაზრდას
კასპის მუნიციპალიტეტის მერია საზოგადოებას ტატო ბეჟიტაშვილს, წარმატებულ სტუდენტსა და ახალგაზრდას აცნობს. მათი ცნობით, ტატო ბეჟიტაშვილმა კასპის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ დაწესებული სტიპენდია, რომელიც პოლკოვნიკ ტარიელ შარიფაშვილის სახელს ატარებს - უკვე მეექვსედ მიიღო. „ჩემთვის ამ სტიპენდიას ორმაგი დატვირთვა აქვს: პირველ რიგში დიდი პატივია, ვიყო საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპული გმირის და ღირსეული კასპელის, პოლკოვნიკ ტარიელ შარიფაშვილის სახელობის სტიპენდიანტი. მეორე მხრივ, აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ჩვენს ქვეყანაში ამგვარი სტიპენდიები ნაკლებადაა პოპულარული და ამ მხრივ კასპის მუნიციპალიტეტი ერთ-ერთი გამორჩეულია საქართველოში. ეს არის დიდი მოტივაცია, რომელიც მიბიძგებს, ვისწავლო უმაღლეს დონეზე და ბოლოს ვიტყოდი, რომ ახალგაზრდების განათლებაში ჩადებული ინვესტიცია ქვეყნის ნათელი მომავლის საწინდარია!”,- ამბობს ტატო ბეჟიტაშვილი. მერიის ცნობით, ტატო ბეჟიტაშვილმა გიორგი მაზნიაშვილის სახელობის სოფელ სასირეთის საჯარო სკოლა ოქროს მედალზე დაამთავრა. „100%-იანი დაფინანსებით ჩაირიცხა შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების ინგლისურენოვან პროგრამაზე, რომელიც ასევე წარმატებით დაასრულა. ამჟამად შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის განათლების, ჰუმანიტარული და სოციალური მეცნიერებების ფაკულტეტზე, საერთაშორისო ურთიერთობების მაგისტრატურის ინგლისურენოვანი პროგრამის მეორე კურსის კვლავ წარმატებული მაგისტრანტია. 2022 წლიდან დღემდე, უნივერსიტეტის სამეცნიერო ჟურნალებში რეგულარულად აქვეყნებს ანალიტიკურ ნაშრომებს საერთაშორისო ურთიერთობების საკითხებზე. აქტიურად მონაწილეობს საქართველოს სახელმწიფო და კერძო უნივერსიტეტების მიერ ორგანიზებულ სტუდენტურ სამეცნიერო კონფერენციებში“,- ნათქვამია კასპის მერიის ინფორმაციაში.
ელექტროენერგიის მიწოდება ნაწილობრივ აღუდგა დიდუბის, ვაკის, მთაწმინდისა და კრწანისის რაიონებს, ასევე ქუთაისის, ჭიათურის, საჩხერის, ონისა და ამბროლაურის ნაწილს
სახელმწიფო ელექტროსისტემის ინფორმაციით, ქვეყნის მასშტაბით ელექტროენერგია ავარიულად გაითიშა და მიწოდება ეტაპობრივად აღდგება
EU-ის სანქციების 21-ე პაკეტში ყულევის ქარხანა და ქართული კრიპტოპლატფორმებიც მოხვდა
ფედოროვი ვიცე-პრემიერობაზე უარს ამბობს და თავდაცვის სამინისტროში დაბრუნებას ითხოვს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)