|
2023-05-11 09:37:04, 898 ნახვა
პოლიტიკა
კობახიძე - ვერ ნახავთ ვერცერთ განვითარებულ ქვეყანას, სადაც დაშვებულია უცხოეთიდან პოლიტიკური პარტიების დაფინანსება - ჩვენთანაც ეს რეგულაცია მოქმედებს
ჩვენი კანონმდებლობა, ისევე როგორც ნებისმიერი განვითარებული ქვეყნის კანონმდებლობა, კრძალავს ქვეყნის გარედან პოლიტიკური პარტიების დაფინანსებას. იმიტომ, რომ ეს არის დაკავშირებული სახელმწიფოს სუვერენიტეტთან,- ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ "იმედის" ეთერში განაცხადა. ირაკლი კობახიძემ პოლიტიკური პარტიების დაფინანსებაზე საუბრისას აღნიშნა, რომ არ შეიძლება ვინმე გარედან უხეშად ერეოდეს პოლიტიკურ პროცესებში. მისი თქმით, ეს არის კანონმდებლობის დარღვევა, რაც ისჯება კონკრეტული სანქციებით. მისივე თქმით, თუნდაც შემოვლითი გზით პარტიის დაფინანსება არის დასჯადი და ზუსტად ისე ისჯება, როგორც პირდაპირი უკანონო დაფინანსება. „თქვენ ვერ ნახავთ ვერც ერთ განვითარებულ ქვეყანას, სადაც კანონმდებლობით დაშვებულია უცხოეთიდან პოლიტიკური პარტიების დაფინანსება. არავინ არ შეიძლება ჩაერიოს უხეშად გარედან პოლიტიკურ პროცესში, დემოკრატიულ პროცესში. ჩვენთანაც ეს რეგულაცია მოქმედებს. აქედან გამომდინარე, ჩვენი მოქმედი კანონმდებლობით აკრძალულია ქვეყნის გარედან პოლიტიკური პარტიების დაფინანსება. თუმცა, არის არაერთი ღია პრეცედენტი იმისა, რომ უცხოური ორგანიზაციები აფინანსებენ საქართველოში პოლიტიკურ გაერთიანებებს. ხანდახან ცდილობენ ეს გააკეთონ ვითომ შემოვლითი გზით, მაგრამ ყველაფერი ხელის გულზე დევს. ეს არის კანონმდებლობის დარღვევა და ისჯება კონკრეტული სანქციებით. ეს არის მაგალითად დაფინანსების ორმაგი ოდენობა. როგორც კი დაადგენს შესაბამისი სამსახური, ეს არის დღემდე სახელმწიფო აუდიტის სამსახური, როცა დაადგენს ასეთ კანონდარღვევას, შესაბამისი სუბიექტი, როგორც შემომწირველი, ასევე შემოწირულობის მიმღები ისჯება შესაბამისი თანხის ორმაგი ოდენობით. ეს ჩვენი პრეროგატივა არ არის. ჩვენ ერთადერთი შეიძლება მსჯელობა დაგვჭირდეს, შეიძლება მივმართოთ აუდიტის სამსახურს, მაგრამ არსებითად ეს არის აუდიტის სამსახურის გადასაწყვეტი თუ ვის შეეფარდება სანქცია და ვის არა. ყველაფერი არის კონკრეტულ გარემოებებზე დამოკიდებული, მაგრამ თავისთავად ის რომ კონკრეტული ორგანიზაციები უაპელაციოდ ერევიან უხეშად ჩვენს დემოკრატიულ სისტემაში, ეს ბუნებრივია შემაშფოთებელია. პირდაპირ წერია პოლიტიკური პარტიების შესახებ კანონმდებლობაში, ეს არის ორგანული კანონი, რომ თუნდაც შემოვლითი გზით პარტიის დაფინანსება არის დასჯადი. სხვა პირის მეშვეობით დაფინანსება, კანონმდებლობის გვერდის ავლით დაფინანსება ზუსტად ისევე ისჯება, როგორც პირდაპირი უკანონო დაფინანსება. ამიტომ ბერკეტები არსებობს, ეს არის კანონმდებლობით გაწერილი",- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
ორბანმა უნგრეთის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა დატოვა
ზვიად მაისაშვილი: ორივე სპეცრაზმელმა აღიარა დანაშაული, ბოდიში მოიხადეს
ზურაბიშვილმა ევროკავშირის ელჩს დიუშენის მქონე ბავშვების დახმარების თხოვნით მიმართა
ევროპის დღესთან დაკავშირებით ქართული ახალგაზრდული ორგანიზაციები ევროკავშირის ინსტიტუტების ლიდერებს ღია წერილით მიმართავენ
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)