13:36 - 01 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-05-10 23:12:50, 797 ნახვა

მსოფლიო
სტოლტენბერგი - უფრო სახიფათო მომავლისთვის ვემზადებით

ვემზადებით უფრო სახიფათო მომავლისთვის და უნდა გავაორმაგოთ ძალისხმევა, რათა დავიცვათ ჩვენი მილიარდი მოქალაქე, – ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა განაცხადა.

მისივე თქმით, ევროპაში მაღალი ინტენსივობის ომი დაბრუნდა, გლობალური კონკურენცია იზრდება და ავტორიტარული რეჟიმები გამოწვევას უქმნიან დასავლურ ღირებულებებს და ინტერესებს, აქედან გამომდინარე ის ელოდება, რომ ვილნიუსში გამართულ შეხვედრაზე, ქვეყნის ხელმძღვანელები თავდაცვის ახალ ინვესტიციებზე შეთანხმდებიან.

„ჩვენ ერთად ვივარჯიშებთ, უფრო მეტ ძალას განვათავსებთ უფრო მაღალ მზადყოფნაზე ჩვენი „ახალი ძალების მოდელის“ მეშვეობით და გავაძლიერებთ ჩვენს სარდლობისა და კონტროლის სტრუქტურას – ჩვენი ალიანსის ხერხემალს. მე ველოდები, რომ მოკავშირეები მხარს დაუჭერენ ამ რეგიონულ გეგმებს, ძალებსა და სტრუქტურებს ივლისში ვილნიუსის სამიტზე. და ამისთვის ჩვენ გვჭირდება შესაბამისი რესურსები. მე ასევე ველოდები, რომ როდესაც ჩვენი სახელმწიფოებისა და მთავრობის მეთაურები შეხვდებიან ვილნიუსში ივლისში, ისინი შეთანხმდებიან თავდაცვის ახალ ინვესტიციებზე. ესაა მშპ-ს ორი პროცენტი, როგორც მინიმუმი, რომელიც უნდა ჩავდოთ ჩვენს თავდაცვაში. მე ასევე ველოდები, რომ ლიდერები მხარს დაუჭერენ ნატოს თავდაცვის წარმოების ახალ სამოქმედო გეგმას, რათა უზრუნველყონ, რომ ნატოს ჰქონდეს ისეთი შესაძლებლობები, რაც ჩვენ გვჭირდება. ჩვენ გვჭირდება ეს ინვესტიცია და წარმოების შესაძლებლობები ახლა და გრძელვადიან პერსპექტივაში“, - განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
თბილისში ჯაზის მსოფლიო დღე აღინიშნა
ფასების კომისიის მილიონერი თავმჯდომარე - რეგიონებში დისტრიბუციის ცენტრები უნდა შეიქმნას
TI: დამოუკიდებელი მედია ივანიშვილის რეჟიმის სამიზნეა
ივანიშვილის ფასების კომისიამ დასკვნა გამოაქვეყნა, სიძვირის მიზეზებზე მილიონერმა დეპუტატმა ისაუბრა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics