01:06 - 10 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-05-10 15:23:06, 867 ნახვა

პოლიტიკა
არახამია უვიზო რეჟიმზე - მოუთმენლად ველი სიახლეებს ლარის რუბლით ჩანაცვლების შესახებ

მოუთმენლად ველი სიახლეებს ლარის რუბლით ჩანაცვლების შესახებ,- ასე ეხმაურება უკრაინის უზენაესი რადას ფრაქცია „ხალხის მსახურის“ ლიდერი დავით არახამია რუსეთის მიერ საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის გაუქმებასა და პირდაპირი ფრენების აღდგენას.

არახამიას თქმით, მაშინ, როდესაც მთელი მსოფლიო აწესებს სანქციებს და სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო პუტინის დაკავების ორდერს გასცემს, "ღარიბაშვილი უვიზო რეჟიმს აცხადებს".

„უვიზო რეჟიმის გაუქმება საქართველოს მოქალაქეებისთვის? დღეს არცერთი თავმოყვარე ქვეყანა არ თანამშრომლობს რუსეთთან. მთელი მსოფლიო აწესებს სანქციებს, სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო პუტინის დაკავების ორდერს გასცემს და ამ დროს, ღარიბაშვილი უვიზო რეჟიმს აცხადებს.

ბრავო. მოუთმენლად ველი სიახლეებს ლარის რუბლით ჩანაცვლების შესახებ. აღარაფერი გაგვაკვირვებს“,- წერს არახამია.

ცნობისთვის, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმი გააუქმა. ოფიციალურ პორტალზე გამოქვეყნებული განკარგულების თანახმად, გადაწყვეტილება ძალაში 2023 წლის 15 მაისიდან შევა.

გარდა ამისა, პუტინმა გააუქმა რუსული ავიახაზებისთვის საქართველოსთან ფრენის აკრძალვა. 

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსებისთვის „საქართველოში მოგზაურობისგან თავის შეკავების რეკომენდაციაც“ გააუქმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ორბანმა უნგრეთის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა დატოვა
ზვიად მაისაშვილი: ორივე სპეცრაზმელმა აღიარა დანაშაული, ბოდიში მოიხადეს
ზურაბიშვილმა ევროკავშირის ელჩს დიუშენის მქონე ბავშვების დახმარების თხოვნით მიმართა
ევროპის დღესთან დაკავშირებით ქართული ახალგაზრდული ორგანიზაციები ევროკავშირის ინსტიტუტების ლიდერებს ღია წერილით მიმართავენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics