01:06 - 10 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-05-10 15:08:27, 853 ნახვა

პოლიტიკა
დეკანოიძე - პუტინის გადაწყვეტილება არის ჯილდო საქართველოს ხელისუფლების მიერ გატარებული ანტიდასავლური პოლიტიკის მიმართ

პუტინის დღევანდელი გადაწყვეტილება არის ჯილდო საქართველოს ხელისუფლების მიერ გატარებული ანტიდასავლური და ანტიუკრაინული პოლიტიკის მიმართ,- ასე ეხმაურება ოპოზიციონერი დეპუტატი ხატია დეკანოიძე რუსეთის მიერ საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის გაუქმებასა და პირდაპირი ფრენების აღდგენას.

დეკანოიძის თქმით, ხელისუფლების მიერ ანტიდასავლური პოლიტიკის გაძლიერება ცივილიზაციის წინააღმდეგ წასვლად აღიქმება.

"პუტინის დღევანდელი გადაწყვეტილება არის ჯილდო საქართველოს ხელისუფლების მიერ გატარებული იმ პოლიტიკის მიმართ, რომელსაც ბოლო თვეების განმავლობაში, განსაკუთრებით 24 თებერვლის შემდეგ საქართველოს ხელისუფლება, "ქართული ოცნება", ბიძინა ივანიშვილი ატარებს ქვეყანაში. ეს არის ანტიდასავლური პოლიტიკა, ანტიუკრაინული პოლიტიკა და ზუსტად პუტინის გადაწყვეტილება, დააჯილდოვოს საქართველოს ხელისუფლება ეხება იმას, რომ მან აკრძალვა მოხსნა თავისი გადმოსახედიდან და კრემლის გზავნილის გასაძლიერებლად ფრენებზე, სავიზო შეზღუდვაზე.

ეს არის პირდაპირ ის გზავნილი, რომელსაც პუტინი და კრემლი უშვებს საქართველოს ხელისუფლების მიმართ. იმ შემთხვევაში, თუ საქართველოს ხელისუფლება გააძლიერებს ანტიდასავლურ და ანტიუკრაინულ პოლიტიკას, გააძლიერებს მათ შორის კრემლის გზავნილებს და გავლენებს და ეს იქნება და უკვე არის აღქმული ცივილიზაციის წინააღმდეგ წასვლად",- ამბობს დეკანოიძე.

ცნობისთვის, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმი გააუქმა. ოფიციალურ პორტალზე გამოქვეყნებული განკარგულების თანახმად, გადაწყვეტილება ძალაში 2023 წლის 15 მაისიდან შევა.

გარდა ამისა, პუტინმა გააუქმა რუსული ავიახაზებისთვის საქართველოსთან ფრენის აკრძალვა. 

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსებისთვის „საქართველოში მოგზაურობისგან თავის შეკავების რეკომენდაციაც“ გააუქმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ორბანმა უნგრეთის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა დატოვა
ზვიად მაისაშვილი: ორივე სპეცრაზმელმა აღიარა დანაშაული, ბოდიში მოიხადეს
ზურაბიშვილმა ევროკავშირის ელჩს დიუშენის მქონე ბავშვების დახმარების თხოვნით მიმართა
ევროპის დღესთან დაკავშირებით ქართული ახალგაზრდული ორგანიზაციები ევროკავშირის ინსტიტუტების ლიდერებს ღია წერილით მიმართავენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics