|
2023-05-10 14:29:14, 1044 ნახვა
პოლიტიკა
რუსეთის საგარეომ რუსებისთვის „საქართველოში მოგზაურობისგან თავის შეკავების რეკომენდაცია“ გააუქმა
რუსეთის საგარეომ რუსებისთვის "საქართველოში მოგზაურობისგან თავის შეკავების რეკომენდაცია" გააუქმა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერი მარია ზახაროვა ავრცელებს. ზახაროვას თქმით, საქართველოსთან პირდაპირი ფრენების აღდგენასთან დაკავშირებით კომენტარს რუსეთის ტრანსპორტის სამინისტრო უახლოეს მომავალში გააკეთებს. "რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის მიერ მიღებული გადაწყვეტილებები ფრენების აღდგენისა და საქართველოს მოქალაქეების რუსეთში მოკლევადიანი მოგზაურობისთვის უვიზო რეჟიმის შემოღების შესახებ ემთხვევა ჩვენს პრინციპულ მიდგომას, რათა თანმიმდევრულად გავამარტივოთ კომუნიკაცია და კონტაქტები რუსეთისა და საქართველოს მოქალაქეებს შორის, დიპლომატიური ურთიერთობების არარსებობის მიუხედავად",- ნათქვამია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში. აღსანიშნავია, რომ გადაწყვეტილება რუსეთის პრეზიდენტის ბრძანებას მოჰყვა, რომლის მიხედვითაც საქართველოსთან სავიზო რეჟიმი და რუსული ავიაკომპანიებისთვის საქართველოში ფრენების აკრძალვა 15 მაისიდან გაუქმდება.
ორბანმა უნგრეთის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა დატოვა
ზვიად მაისაშვილი: ორივე სპეცრაზმელმა აღიარა დანაშაული, ბოდიში მოიხადეს
ზურაბიშვილმა ევროკავშირის ელჩს დიუშენის მქონე ბავშვების დახმარების თხოვნით მიმართა
ევროპის დღესთან დაკავშირებით ქართული ახალგაზრდული ორგანიზაციები ევროკავშირის ინსტიტუტების ლიდერებს ღია წერილით მიმართავენ
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)