22:43 - 29 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-05-09 22:26:13, 895 ნახვა

მსოფლიო
ტრუდო - ჩინეთი კანადას ვერ შეაშინებს

ჩინეთი კანადას ვერ შეაშინებს, – ამის შესახებ კანადის პრემიერ მინისტრმა, ჯასტინ ტრუდომ განაცხადა.

აღნიშნულის შესახებ ჯასტინ ტრუდომ მას შემდეგ განაცხადა, რაც ცნობილი გახდა, რომ ჩინეთმა კანადის კონსული ქვეყნიდან გააძევა.

ტრუდომ ასევე აღნიშნა, რომ ყველაფერი გაკეთდება იმისთვის, რომ კანადა უცხოური ქვეყნის ჩარევისგან დაცული იყოს.

„ჩვენ გვესმის, რომ ეს არის შურისძიება, მაგრამ ჩვენ არ შევშინდებით. ჩვენ გავაგრძელებთ ყველაფრის გაკეთებას, რათა კანადა დაცული იყოს უცხოური ჩარევისგან“, - განაცხადა ტრუდომ.

შეგასხენებთ, ჩინეთმა კანადის კონსული ჯენიფერ ლინ ლალონდი ქვეყნიდან გააძევა, გადაწყვეტილება მას შემდეგ იქნა მიღებული, რაც კანადამ გამოაცხადა, რომ ქვეყნიდან გააძევებს ჩინელ დიპლომატს, იმის გამო, რომ ის კანადელი პოლიტიკოსის დაშინების მცდელობებში მონაწილეობდა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ოლიგარქის ვაჟს ცოტნე ივანიშვილს ოცნების ახალგაზრდული ორგანიზაცია აბარია და ამბობს რომ პოლიტიკაში ჩართვის ინტერესი არ აქვს
ელენე ხოშტარიას უახლოეს დღეებში დამატებითი კვლევების ჩატარების მიზნით, სამოქალაქო სექტორის კლინიკა „ვივამედში" გადაიყვანენ
ტოკაევმა კობახიძე ყაზახეთის რესპუბლიკის პირველი ხარისხის „მეგობრობის" საპატიო ორდენით დააჯილდოვა
ორბანის გადადგომის შემდეგ უნგრეთმა რუსეთის მოქალაქეებზე ვიზების გაცემა შეაჩერა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics