|
2023-05-09 19:44:58, 764 ნახვა
პოლიტიკა
ვუჩიჩს მიაჩნია, რომ საქართველო და აზერბაიჯანი სერბეთის საუკეთესო მეგობრები იქნებიან
სერბეთის პრეზიდენტმა ალექსანდრ ვუჩიჩმა განაცხადა, რომ ევროსაბჭოში კოსოვოს შესახებ კენჭისყრის შემდეგ, მისი ქვეყნის საუკეთესო მეგობრები მომავალში საქართველო, აზერბაიჯანი, კვიპროსი, უნგრეთი, რუმინეთი და ესპანეთი იქნებიან. მანამდე ბელგრადმა მოითხოვა ცვლილებები ევროპის საბჭოს რეზოლუციაში საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვას ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერასთან დაკავშირებით. კერძოდ, სერბეთი ითხოვს რეზოლუციის ტექსტს დაემატოს სიტყვები „და ევროპის საბჭოს ყველა სხვა წევრი სახელმწიფო“. „ისინი ამბობენ, რომ იცავენ მოლდოვას, საქართველოს მთლიანობას და ჩვენ დავამატეთ ცვლილება ევროპის საბჭოს ყველა სხვა ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის პატივისცემის შესახებ. თუ არ დამთანხმდებიან, რეიკიავიკში არ წავალ მწვერვალზე. ცხადია, პრინციპები არ არსებობს. პირდაპირ ვეუბნები მათ, რომ ჩვენ მოგვატყუეს“, - განაცხადა სერბეთის პრეზიდენტმა. საზოგადოებრივი მაუწყებლის ცნობით, გასულ თვეში ევროპის საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება კოსოვოს წევრობის განაცხადის განხილვის პროცედურის დაწყების შესახებ. რეზოლუციას მხარი არ დაუჭირეს საქართველომ, აზერბაიჯანმა, კვიპროსმა, რუმინეთმა და ესპანეთმა. ამას ეწინააღმდეგებოდა უნგრეთიაც, რომელმაც ოფიციალურად ცნო კოსოვო. უკრაინამ, ისევე როგორც ბოსნიამ და ჰერცეგოვინამ კენჭისყრაში თავი შეიკავეს.
ორბანმა უნგრეთის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა დატოვა
ზვიად მაისაშვილი: ორივე სპეცრაზმელმა აღიარა დანაშაული, ბოდიში მოიხადეს
ზურაბიშვილმა ევროკავშირის ელჩს დიუშენის მქონე ბავშვების დახმარების თხოვნით მიმართა
ევროპის დღესთან დაკავშირებით ქართული ახალგაზრდული ორგანიზაციები ევროკავშირის ინსტიტუტების ლიდერებს ღია წერილით მიმართავენ
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)