01:06 - 10 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-05-09 14:08:12, 819 ნახვა

პოლიტიკა
წითლიძე „საარჩევნო კოდექსში“ დაგეგმილ ცვლილებებზე - გაგზავნონ ვენეციის კომისიაში

ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობა" ქართულ ოცნებას" მოუწოდებს, "სარჩევნო კოდექსში" დაგეგმილი ცვლილებები ვენეციის კომისიაში გაგზავნოს. ამის შესახებ პარტიის წარმომადგენელმა, ანა წითლიძემ ცოტა ხნის წინ გამართულ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა.

წითლიძის თქმით, მმართველი პოლიტიკური პარტია აღნიშნული საკანონმდებლო ინიციატივასთან დაკავშირებით, ასევე ეუთო/ოდირის რეკომენდაციებს უნდა დაელოდოს.

"მინდა გამოვეხმაურო ფრაქციის სახელით იმ საკანონმდებლო ცვლილებას, რომელიც შემოიტანა „ქართულმა ოცნებამ“ და რომელიც ეხება ცესკო-ს თავმჯდომარისა და ცესკო-ს წევრების არჩევას და რომლის მიხედვითაც, პრეზიდენტს ართმევს ფაქტობრივად საკონსტიტუციო უფლებას, რომ მონაწილეობა მიიღოს ამ პროცესში. ჩვენ ძალიან კარგად უნდა გვესმოდეს რა არის ეს საკანონმდებლო ინიციატივა და რა არის ამ საკანონმდებლო ინიციატივის მიზანი. ამ საკანონმდებლო ინიციატივის მიზანი არის ერთადერთი - ეს არის საბოტაჟი საქართველოს ევროპული კურსის იმიტომ, რომ ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები ჩვენგან ითხოვენ საარჩევნო რეფორმას და ითხოვენ ისეთ საარჩევნო რეფორმას, რომელიც იქნება ქმედითი და მაშინ, როდესაც ჩვენ ველოდებით კანდიდატს სტატუსს და მაშინ, როდესაც ხელისუფლების მთელი ძალისხმევა ხელისუფლების მიმართული უნდა იყოს იმისკენ, რომ ჩვენ მივიღოთ კანდიდატის სტატუსი, ამ საკანონმდებლო ცვლილებით „ქართული ოცნება“, ფაქტობრივად, საბოტაჟს უცხადებს ამ პროცესს...

ჩვენ მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, გასაგებია, რომ მათი მიზანი არის ის, რომ ამ ქვეყანამ არ მიიღოს კანდიდატის სტატუსი და ისინი იზამენ ყველაფერს იმისთვის, რომ საქართველომ არ მიიღოს კანდიდატის სტატუსი, მაგრამ მიუხედავად ამისა, ჩვენ მათ ვთავაზობთ, გააგზავნონ ეს საკანონმდებლო ცვლილება ვენეციის კომისიაში, დაელოდნენ ეუთო/ოდირის დასკვნებს და ნახონ როგორ შეაფასებენ ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები ამ საკანონმდებლო ცვლილებებს...

პირველი, ჩვენ ვითხოვთ, რომ გააგზავნონ ვენეციის კომისიაში, ასევე დაელოდნენ ეუთო/ოდირის რეკომენდაციებს ამ საარჩევნო ცვლილებასთან დაკავშირებით და ასევე დაელოდონ ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების რეკომენდაციებს ამ საარჩევნო კანონმდებლობასთან დაკავშირებით... პრეზიდენტს, ცხადი არის, რომ უფლება - ვეტო დაადოს ამ კანონს აქვს, მაგრამ ჩვენ ასევე გვინახავს, როგორი არის ქართული ოცნების პასუხი. ვეტოს დაძლევა „ქართულ ოცნებას“ არ გაუჭირდება ნამდვილად, თუმცა იმასთან დაკავშირებით, რომ ეს კანონპროექტი შევაჩერეთ, ცხადი არის, რომ ყველა ბერკეტი უნდა იქნას გამოყენებული", - განაცხადა ანი წითლიძემ.

შეგახსენებთ, ცენტრალური საარჩევო კომისიის თავმჯდომარეობისა და ე.წ. პროფესიული წევრობის კანდიდატების შერჩევის და საკანონმდებლო ორგანისთვის წარდგენის უფლებამოსილება პრეზიდენტის ნაცვლად, პარლამენტის თავმჯდომარეს ექნება. ცვლილებები, რომელიც აღნიშნულს ითვალისწინებს და რომელთა ინიციატორებიც "ქართული ოცნების" დეპუტატები არიან, „საარჩევნო კოდექსსა“ და რეგლამენტში შედის.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ორბანმა უნგრეთის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა დატოვა
ზვიად მაისაშვილი: ორივე სპეცრაზმელმა აღიარა დანაშაული, ბოდიში მოიხადეს
ზურაბიშვილმა ევროკავშირის ელჩს დიუშენის მქონე ბავშვების დახმარების თხოვნით მიმართა
ევროპის დღესთან დაკავშირებით ქართული ახალგაზრდული ორგანიზაციები ევროკავშირის ინსტიტუტების ლიდერებს ღია წერილით მიმართავენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics