|
2023-05-09 11:31:45, 806 ნახვა
პოლიტიკა
პრემიერი - არ დავუშვებთ უმცირესობის ძალადობას და მათ აგრესიულ პროპაგანდას უმრავლესობის მიმართ [ვიდეო]
არ დავუშვებთ უმცირესობის ძალადობას და მათ აგრესიულ პროპაგანდას, ჩვენი ხალხის და მოსახლეობის უმრავლესობის მიმართ,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. პრემიერმა, უნგრეთში CPAC-ში მონაწილეობის დროს, გაჟღერებული გზავნილები კვლავ გაიმეორა და განაცხადა, რომ ქვეყნის აბსოლუტური უმრავლესობა - 90%-ი იზიარებს იმ კონსერვატიულ შეხედულებებს, ოჯახურ ფასეულობებსა და ღირებულებს, რომლითაც საქართველო დღემდე მოვიდა. „მე არასოდეს არ მითქვამს, რომ ვარ მხოლოდ უმრავლესობის პრემიერ-მინისტრი, მე ვარ ჩვენი ქვეყნის პრემიერ-მინისტრი. მე ვთქვი მთავარი და ძალიან მარტივი ჭეშმარიტება, რომ ჩვენ არ დავუშვებთ არც უმცირესობაზე ძალადობას და ასევე, არ დავუშვებთ უმცირესობის ძალადობას და მათ აგრესიულ პროპაგანდას, ჩვენი ხალხის და მოსახლეობის უმრავლესობის მიმართ. ეს უფლებები არის გარანტირებული კონსტიტუციით. უფრო მეტიც, არც ერთი ადამიანის დისკრიმინაცია არ ხდება ქვეყანაში, მაგრამ მე ვთქვი მთავარი - ჩვენი ქვეყნის აბსოლუტური უმრავლესობა - ეს არის, დაახლოებით, 90%-ი იზიარებს იმ კონსერვატიულ შეხედულებებს, ოჯახურ ფასეულობებსა და ღირებულებს, რომლითაც ჩვენ დღემდე მოვედით. ეს არის ქრისტიანული ფასეულობები, ეროვნული, პატრიოტული და ოჯახური ღირებულებები. თქვენთვის მისაღებია?! მე გისვამთ კითხვას, ის აღვირახსნილი პროპაგანდა, რომელიც მიმდინარეობს ზოგიერთ ქვეყნებში, იგივე სქესის გადაკეთებასთან დაკავშირებით, ეს არის პროპაგანდა, რომელიც არის მომწამვლელი, ბავშვებში, ბაღებში, სკოლებში, უნივერსიტეტებში აღარ ვსაუბრობ. თქვენ შეგიძლიათ ძალიან ბევრი ინფორმაცია მოიძიოთ ამის თაობაზე, ჩვენი ვალდებულებაა, რაც შეიძლება მეტი ინფორმაცია მივაწოდოთ ჩვენ საზოგადოებას და ჩვენ ამას გავაკეთებთ",- განაცხადა პრემიერმა. შეგახსენებთ, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ბუდაპეშტში, კონსერვატიული პოლიტიკური მოქმედების ყოველწლიურ კონფერენციაში (CPAC) მიიღო მონაწილეობა. "ევროპელი სოციალისტების პარტიამ" (PES) ირაკლი ღარიბაშვილის კონსერვატიულ პოლიტიკურ სამოქმედო კონფერენციაში (CPAC) მონაწილეობა დაგმო და მომდევნო სხდომაზე "ქართული ოცნებისთვის" სტატუსის შეჩერებას განიხილავს. პარტიის ვიცე-პრეზიდენტის, კატი პირის თქმით, ირაკლი ღარიბაშვილის ქმედებები ეწინააღმდეგება პოლიტიკური გაერთიანების ღირებულებებს.
ზელენსკი: ვიშნევეში იარაღის საწყობების განთავსებისთვის პასუხისმგებელი პირები დაისჯებიან
იოსებ სიგუამ თანამდებობა დატოვა და ცილისწამებისთვის ჩივილს აპირებს
იძალადეს არასრულწლოვანსა და მის ოჯახის წევრზე, მოზარდი დაჭრეს - დაკავებულია 3 პირი
უკრაინამ აზოვის ზღვაში 21 რუსული ტანკერის განადგურების შესახებ განაცხადა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ზელენსკი: ვიშნევეში იარაღის საწყობების განთავსებისთვის პასუხისმგებელი პირები დაისჯებიან
უკრაინამ აზოვის ზღვაში 21 რუსული ტანკერის განადგურების შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)