|
2023-05-09 11:22:08, 834 ნახვა
პოლიტიკა
პრემიერი - შემაშფოთებელია, კეზერაშვილი და მის მიერ დაფინანსებული პარტიები გამოთქვამენ პრეტენზიებს, რომ ხელისუფლებაში მოვიდნენ
საუკუნის ძარცვა იქნა ჩადენილი კეზერაშვილის მიერ და ეს კაცი და მის მიერ დაფინანსებული ოპოზიციური პარტიები ჯერ კიდევ გამოთქვამენ პრეტენზიებს, რომ ხელისუფლებაში მოვიდნენ. ეს არის შემაშფოთებელი,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა "ვეტერანთა კულტურისა და დასვენების პარკში", სადაც მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო. როგორც მთავრობის მეთაურმა მედიის წარმომადგენლებთან საუბრისას აღნიშნა, ოპოზიცია საერთაშორისო მასშტაბის სკანდალის გადაფარვას ცდილობს. "ჩვენ ვხედავთ უსუსურ მცდელობას ისედაც გაკოტრებული, ხელმოცარული ოპოზიციის მხრიდან, რომ რამენაირად მსოფლიო დონის, საერთაშორისო მასშტაბის სკანდალი, თაღლითობის სქემა, რომელიც არის გაშიფრული და BBC-ის მიერ იქნა გამოძიებული, მე ვგულისხმობ კეზერაშვილის მიერ ჩადენილ საერთაშორისო დანაშაულს, ე.წ. ქოლცნტრების სქემის აწყობას, როდესაც მილიარდი დოლარი იქნა მოპარული. თქვენ გახსოვთ, ჩვენ ამას ვამბობდით, რომ დადასტურებულია BBC-ის გამოძიების შედეგად, რომ კეზერაშვილმა და მისმა თაღლითებისგან შემდგარმა ბანდამ გაძარცვა მთელი ევროპის პენსიონერები. 1 მილიარდი ევრო არის მოპარული. აი, ამხელა სკანდალის გადაფარვას ცდილობენ ეს არასერიოზული ადამიანები. რა თქმა უნდა, ეს საინტერესო არ არის. საინტერესო არის ის, რომ ჩვენი მეგობარი სახელმწიფოების, ევროპის ქვეყნების პენსიონერებისგან ამ კაცმა და მისმა კომპანიებმა მოიპარეს 1 მილიარდი დილარი. საერთოდ რაზეა საუბარი?! თქვენ იცით, რომ კეზერაშვილი, რამდენიმე კვირით ადრე, სანამ ეს ფაქტი იქნებოდა გასაჯაროებული, გამოვიდა და ფაქტობრივად, დაადასტურა, რომ იგი არის ოლიგარქი, რომელიც აფინანსებს მთელ ოპოზიციას - სამწუხაროდ, თქვენს ტელევიზიებსაც, ყველას და ნაძარცვი ფულით აფინანსებს ამ ოპოზიციურ მოძრაობას... კაცი გამოვიდა და თავად აღიარა, მე ვაფინანსებ ყველას და დავაფინანსებო. აფინანსებს ყველა ოპოზიციურ არხს, მე ვარ პრემიერ-მინისტრი და თქვენზე მეტი ვიცი. საზოგადოებამ ვერ მოისმინა ახსნა-განმარტება, პასუხი, რომ აი, ასეთი საუკუნის ძარცვა იქნა ჩადენილი კეზერაშვილის მიერ და ეს კაცი და მის მიერ დაფინანსებული ოპოზიციური პარტიები ჯერ კიდევ გამოთქვამენ პრეტენზიებს, რომ ხელისუფლებაში მოვიდნენ. ეს არის შემაშფოთებელი. თქვენ ამაზე უნდა დასვათ კითხვები და ჩვენმა ხალხმა უნდა მიიღოს პასუხები",- მიმართა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს. შეგახსენებთ, BBC-იმ ევროპელი პენსიონერების გაძარცვის სქემასთან დაკავშირებით სპეციალურ საგამოძიებო სტატია გამოაქვეყნა, სადაც თაღლითური სქემის ერთ-ერთ მონაწილედ საქართველოს ყოფილ თავდაცვის მინისტრი დავით კეზერაშვილია დასახელებული. ბრიტანეთის საზოგადოებრივი მაუწყებლის საგამოძიებო სტატიას გამოეხმაურა კეზერაშვილი და აღნიშნა, რომ BBC-ის პლატფორმაზე გამოქვეყნებულ საგამოძიებო მასალაში აღწერილ ე.წ. ქოლცენტრების საკითხთან კავშირი არასდროს ჰქონია. 18 აპრილს, საქართველოს თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა განცხადება გაავრცელა, სადაც „ფორმულას“ საკონტროლო პაკეტზე უარი თქვა და არსებული წილის ნახევარი ტელეკომპანიის კოლექტივს გადასცა.
ზელენსკი: ვიშნევეში იარაღის საწყობების განთავსებისთვის პასუხისმგებელი პირები დაისჯებიან
იოსებ სიგუამ თანამდებობა დატოვა და ცილისწამებისთვის ჩივილს აპირებს
იძალადეს არასრულწლოვანსა და მის ოჯახის წევრზე, მოზარდი დაჭრეს - დაკავებულია 3 პირი
უკრაინამ აზოვის ზღვაში 21 რუსული ტანკერის განადგურების შესახებ განაცხადა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ზელენსკი: ვიშნევეში იარაღის საწყობების განთავსებისთვის პასუხისმგებელი პირები დაისჯებიან
უკრაინამ აზოვის ზღვაში 21 რუსული ტანკერის განადგურების შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)