13:58 - 01 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-05-09 10:02:21, 861 ნახვა

მსოფლიო
Reuters - ღაზას სექტორში ისრაელის სარაკეტო დარტყმის შედეგად სულ მცირე, 12 ადამიანი დაიღუპა [ვიდეო]

ღაზას სექტორში ისრაელის სარაკეტო დარტყმის შედეგად, სულ მცირე, 12 ადამიანი დაიღუპა, 20 კი დაშავდა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი პალესტინის ადმინისტრაციაზე დაყრდნობით ავრცელებს.

Reuters-ის ცნობით, დაღუპულთა შორის მოძრაობა „ისლამური ჯიჰადის“ 3 მეთაური და სულ მცირე, 9 მოქალაქე, მათ შორის 4 ბავშვია.

ამასთან, ისრაელის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, სამიზნე ღაზაში რიგით მეორე, ყველაზე ძლიერი შეიარაღებული დაჯგუფება „ისლამური ჯიჰადის“ 3 მეთაური იყო.

„ნებისმიერი ტერორისტი, ვინც ისრაელის მოქალაქეებს ზიანს მიაყენებს, ინანებს“,- განაცხადა ისრაელის თავდაცვის მინისტრმა, იოავ გალანტმა.

Reuters-ის ცნობითვე, ღაზას სექტორში „ისლამური ჯიჰადის“ წინააღმდეგ ჩატარებულ ოპერაციაში 40 სამხედრო თვითმფრინავი მონაწილეობდა.

გარდა ამისა, Reuters-ი წერს, რომ „ისლამური ჯიჰადის“ შეიარაღებულმა ფრთამ 3 მეთაურის დაღუპვა დაადასტურა და აღნიშნა, რომ  პოზიციებს არ დატოვებენ და წინააღმდეგობას გააგრძელებენ.









ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
თბილისში ჯაზის მსოფლიო დღე აღინიშნა
ფასების კომისიის მილიონერი თავმჯდომარე - რეგიონებში დისტრიბუციის ცენტრები უნდა შეიქმნას
TI: დამოუკიდებელი მედია ივანიშვილის რეჟიმის სამიზნეა
ივანიშვილის ფასების კომისიამ დასკვნა გამოაქვეყნა, სიძვირის მიზეზებზე მილიონერმა დეპუტატმა ისაუბრა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics