18:05 - 31 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-05-08 22:11:34, 692 ნახვა

პარაპლანებით უსაფრთხო ფრენების წარმოება შესაბამისი რეგულაციების დაცვით იქნება შესაძლებელი

ფრენების უსაფრთხოების, ადამიანების სიცოცხლის და ჯანმრთელობის დაცვის უზრუნველყოფის მიზნით, საქართველოს მთავრობამ პარაპლანით ფრენის, ექსპლუატაციისა და  უსაფრთხოებასთან დაკავშირებით  დროებითი წესი მიიღო, რომელიც ადგენს ფრენის უსაფრთხოებასთან, სასტარტო მოედნის მოწყობასთან, მფრინავის კომპეტენციის დადასტურებასთან, საფრენი აპარატისა და აღჭურვილობის ვარგისიანობასთან დაკავშირებულ მოთხოვნებს. ამის შესახებ ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, წესის მიხედვით, პარაპლანების ოპერატორების სერტიფიცირებას, საფრენი ლოკაციების საფრენად ვარგისიანობის დასკვნის გაცემას, მფრინავების კომპეტენციის დადასტურებას და პარაპლანის ვარგისიანობის შემოწმებას „საქართველოს პარაგლაიდნიგის ფედერაცია" განახორციელებს, ხოლო ფედერაციის საქმიანობის ზედამხედველობას, მის მიერ მოთხოვნების დაცვასა და უფლებამოსილებების განხორციელებაზე კონტროლს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სამოქალაქო ავიაციის სააგენტო უზრუნველყოფს.

ნორმატიული აქტის მიხედვით, პარაპლანით კომერციული ფრენები შესაძლებელი იქნება მხოლოდ საფრენად ვარგის ლოკაციაზე და გამოყოფილ საფრენ არეალში. ამასთანავე, პარაპლანით არაკომერციული ფრენები დასაშვები იქნება ფედერაციასთან შეთანხმებით, მხოლოდ შესაბამისად გამოყოფილ საჰაერო სივრცეში.  ახალი წესის შესაბამისად, საფრენად დაიშვებიან მხოლოდ ის მფრინავები, რომელთაც აქვთ ფრენის შესაბამისი კომპეტენცია/კატეგორია ანუ ჩაბარებული ექნებათ შესაბამისი თეორიული და პრაქტიკული გამოცდა, რომლის შედეგადაც მიიღებენ ერთწლიან ან სამწლიან ნებართვებს.

აღსანიშნია, რომ მფრინავებისთვის ფრენის  კატეგორიის მინიჭება მოხდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ისინი წარმატებით გაივლიან  ფედერაციის ბაზაზე შექმნილი საგამოცდო და აღიარების კომისიის დანიშნულ გამოცდას ან კომისია აღიარებს  მფრინავის მიერ წარდგენილ, სხვა ქვეყნის ან საერთაშორისო ორგანიზაციის კომპეტენტური ორგანოს მიერ გაცემულ მფრინავის კატეგორიის დამადასტურებელ დოკუმენტს. ოპერატორები ვალდებულნი არიან დაიცვან პარაპლანით ფრენის წარმოების წესები, ზედამხედველობა გაუწიონ ფრენების წარმოებას იმ საფრენ ლოკაციაზე, რომელზეც მოიპოვეს სერტიფიკატი.

წესის თანახმად, ფედერაციის ზედამხედველობის ფარგლებში, სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტო უფლებამოსილია, გამოავლინოს მოთხოვნების შესრულებასთან დაკავშირებული ნაკლოვანებები და განუსაზღვროს ფედერაციას ამ ნაკლოვანებების აღმოფხვრის გონივრული ვადა.

აღნიშნული წესების კონტროლს შინაგან საქმეთა სამინისტრო განახორციელებს, რომელიც ამავე დროს, უზრუნველყოფს საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და მართლწესრიგის დაცვას.

 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
სახელმწიფო უნივერსიტეტებში სწავლა დაფინანსდება, III სემესტრიდან გრანტის 1/2-ია გარანტირებული
Euronews: ფიფას პრეზიდენტი ევროპარლამენტში დაიბარეს
ეუთოს მოქმედი თავმჯდომარე იგნაციო კასისი საქართველოს შემოდგომაზე ეწვევა
სალომე ზურაბიშვილი: მადლობა მათ, ვინც ციხეში ყოფნისას მაგალითი გვაძლევს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics