16:11 - 18 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-05-08 21:41:37, 1018 ნახვა

სამართალი
ვაკის პარკში უკრაინის დროშის ჩამოხევის ფაქტზე, შსს-მ პირი 1000 ლარით დააჯარიმა

ვაკის პარკში უკრაინის დროშის ჩამოხევის ფაქტზე შსს-მ ვასილ გოგალაძე 1 000 ლარით დააჯარიმა. 

როგორც "ექსპრესნიუსს" შსს-ში უთხრეს, პირის მიმართ შსს-მ ადმინისტრაციული წარმოება დაიწყო საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 174-18 პრიმა მუხლით, რაც გულისხმობს ევროპის კავშირის, ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციის ან სხვა საერთაშორისო ორგანიზაციის ოფიციალური სიმბოლოს შებღალვას, სხვა სახელმწიფოს დროშის, ან გერბის შებღალვას.

სამართალდარღვევა 1000-ლარიან ჯარიმას ითვალისწინებს.

შეგახსენებთ, პრორუსული პარტია "ალტ-ინფოს" წევრმა ვასილ გოგალაძემ უკრაინის დროშა ვაკის პარკში გუშინ ჩამოხსნა, შემდეგ დახია და ფაქტის ამსახველი კადრები სოციალურ ქსელში თავად გაავრცელა. ვიდეოში კაცი იგივეს გაკეთებისკენ სხვა მოქალაქეებსაც მოუწოდებს. მომხდარის შემდეგ, დროშა ვაკის პარკის დაცვის თანამშრომლელმა ადგილზე დააბრუნა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ბოკუჩავა: რა თქმა უნდა, ვრჩები ნაციონალურ მოძრაობაში, ვიბრძოლებ ბოლომდე!
გვარამიას თქმით, მოსამართლემ არ დააკმაყოფილა ხოშტარიას მდგომარეობის შესწავლის შუამდგომლობა
ზელენსკი: თუ უკრაინა იწვის, თქვენი მოსკოვიც დაიწვება - დადგა დრო, დასრულდეს ეს აგრესია
ხოშტარია: ჯერ მკურნალ ექიმთან არ ყოფილა შეხვედრა, მაგრამ დამპირდნენ, რომ იქნება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics