09:43 - 04 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-05-08 13:09:44, 1027 ნახვა

საზოგადოება
კასიანოვი დროშის ჩამოხსნაზე - ვეცდებით, რომ დამნაშავე აუცილებლად მიეცეს სისხლის სამართლის პასუხისგებაში

სამართალდამცავ ორგანოებთან თანამშრომლობით ვეცდებით, რომ დამნაშავე აუცილებლად მიეცეს სისხლის სამართლის პასუხისგებაში,- ასე ეხმაურება საქართველოში უკრაინის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი ანდრი კასიანოვი ვაკის პარკში უკრაინის დროშის ჩამოხსნის ფაქტს.

მისი თქმით, უკრაინული სიმბოლიკის შებღალვის ფაქტი მიუღებელია და ამ ყველაფერზე ოფიციალური რეაქცია აუცილებლად იქნება.

"აბსოლუტურად მიუღებელია ჩვენი უკრაინული სიმბოლიკის შებღალვის ფაქტი. აღნიშნულის შესახებ უკვე ვაცნობეთ უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს. სამართალდამცავ ორგანოებთან თანამშრომლობით ვეცდებით, რომ დამნაშავე აუცილებლად მიეცეს სისხლის სამართლის პასუხისგებაში. ოფიციალური რეაქცია ამ ყველაფერზე აუცილებლად იქნება",- განაცხადა კასიანოვმა.

ცნობისთვის, გუშინ, 7 მაისს  თბილისში, ვაკის პარკში მამაკაცმა უკრაინის დროშა დემონსტრაციულად ჩამოხსნა და დახია, ფაქტის ამსახველი კადრები კი, სოციალური ქსელით გაავრცელა.

აღსანიშნავია, რომ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის მიხედვით, საქართველოსთან დიპლომატიური ურთიერთობის მქონე რომელიმე ქვეყნის დროშის ან გერბის შებღალავა, რომელიც საქართველოს რომელიმე სახელმწიფო უწყებას აქვს აღმართული 1000-ლარიან ჯარიმას ითვალისწინებს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
OPEC+-ის შვიდმა ქვეყანამ ნავთობის მარაგების გაზრდის შესახებ განაცხადა
მოსკოვის დასავლეთით, მაღალსართულიან შენობას დრონი შეეჯახა
დუმამ ბალტიისპირეთის ქვეყნები სსრკ-დან გამოყოფის შესახებ შეთანხმების დარღვევაში დაადანაშაულა
კობახიძე ერევანში ევროპული პოლიტიკური გაერთიანების (EPC) მე-8 სამიტში მონაწილეობისთვის ჩავიდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics