|
2023-05-07 18:56:15, 1980 ნახვა
სამხედრო
რუსულმა სუ-35 გამანადგურებელმა შავი ზღვის თავზე პოლონური L410 Turbolet შეაკავა
რუსულმა სუ-35 გამანადგურებელმა შავი ზღვის თავზე პოლონური L410 Turbolet შეაკავა. რუმინეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში ნათქვამია, რომ რუსი მფრინავების ქმედებებმა გამოიწვია ტურბულენტობის გაზრდილი დონე და სერიოზული სირთულეები პოლონური თვითმფრინავის კონტროლში, - იუწყება რადიო თავისუფლების რუმინული სამსახური. ბუქარესტმა რუსი პილოტების ქმედებებს მიუღებელი და აგრესიული უწოდა. რუმინეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, სუ-35-ის მანევრების გამო პოლონურმა თვითმფრინავმა დაკარგა სიმაღლე, მაგრამ მოახერხა უსაფრთხოდ დაშვება მიხაილ კოგალნიცეანუს აეროპორტში, Ზარალის გარეშე. პოლონეთის სასაზღვრო პოლიციის L410 Turbolet რუმინული ეკიპაჟით პატრულირებდა შავ ზღვას ევროკავშირის სასაზღვრო კონტროლის სააგენტოს Frontex-ის მისიის ფარგლებში. ტორეხონში ნატოს ბაზაზე მომხდარი ინციდენტის დროს რუმინეთის საჰაერო ძალების ორი საბრძოლო თვითმფრინავი და ესპანეთის ორი სამხედრო თვითმფრინავი მზადყოფნაში იყო მოყვანილი. ინციდენტის გარემოებების გარკვევის მიზნით რუმინეთი მოლაპარაკებებს აწარმოებს ფრონტექსთან და პოლონეთთან. მოსკოვს ჯერ არ გაუკეთებია კომენტარი აღნიშნულ ინციდენტზე.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)