04:38 - 10 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-05-07 12:54:23, 830 ნახვა

პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილი, საპარლამენტო დელეგაციასთან ერთად, მალტისა და იტალიის რესპუბლიკებს ეწვევა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე  შალვა პაპუაშვილი, დელეგაციასთან ერთად,  7-12 მაისს,  ვიზიტით მალტისა და იტალიის რესპუბლიკებს ეწვევა.
პარლამენტის თავმჯდომარე შეხვედრებს  მალტის რესპუბლიკის პარლამენტის სპიკერთან და  მალტის რესპუბლიკის პრეზიდენტთან გამართავს.
შეხვედრა გაიმართება  მალტის პარლამენტის  საგარეო და ევროპულ საქმეთა კომიტეტის წევრებთან.
ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია შეხვედრები  ვატიკანის სამოციქულო სასახლეში   აღმოსავლეთ ეკლესიების დიკასტერის პრეფექტთან, და
წმინდა საყდრის სახელმწიფო მდივანთან.
პარლამენტის თავმჯდომარე და დელეგაციის წევრები  იტალიის პარლამენტის ქვედა  პალატის  თავმჯდომარე  ლორენცო ფონტანას და სენატის  ვიცე-პრეზიდენტ  ჯან მარკო ჩენტინაიოს შეხვდებიან.
საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია, პარლამენტის თავმჯდომარის ხელმძღვანელობით ,  იტალიის რესპუბლიკის ევროპულ საქმეთა მინისტრს, რაფაელე ფიტოს და  იტალიის საგარეო საქმეთა და საერთაშორისო თანამშრომლობის მინისტრის  მოადგილეს, ედმონდო ჩირიელის შეხვდება.
შეხვედრები გაიმართება იტალია-საქართველოს საპარლამენტო მეგობრობის  ჯგუფის წევრებთან და  ქართული  დიასპორის წარმომადგენლებთან.
საპარალამენტო დელეგაციის შემადგენლობაში დეპუტატები: ნიკოლოზ სამხარაძე, მაკა ბოჭორიშვილი, გივი მიქანაძე, ქეთევან თურაზაშვილი და პარლამენტის თავმჯდომარის კაბინეტის უფროსი, ლევან მახაშვილი შედიან.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ჟურნალისტი გელა მთივლიშვილი წერს, რომ თავს დაესხნენ
ორბანმა უნგრეთის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა დატოვა
ზვიად მაისაშვილი: ორივე სპეცრაზმელმა აღიარა დანაშაული, ბოდიში მოიხადეს
ზურაბიშვილმა ევროკავშირის ელჩს დიუშენის მქონე ბავშვების დახმარების თხოვნით მიმართა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics