|
2023-05-06 10:08:11, 1079 ნახვა
მსოფლიო
სანდუ - რუსეთს საბჭოთ კავშირის აღდგენა სურს, დღეს მხოლოდ უკრაინის წყალობით ვართ უსაფრთხოდ
არ მჯერა, რომ რუსები საზღვარზე გაჩერდებოდნენ, ჩვენ დღეს მხოლოდ უკრაინის წყალობით ვართ უსაფრთხოდ,- აღნიშნულის შესახებ მოლდოვის პრეზიდენტმა, მაია სანდუმ Financial Times-თან ინტერვიუში განაცხადა. მისი თქმით, რუსი ოკუპანტები უკრაინის წინააღმდეგ აგრესიით საბჭოთა კავშირის აღდგენას ცდილობენ. "მათ უნდათ ძველი დროის დაბრუნება. ჩვენ კი ეს არ გვინდა. მოლდოვა უკვე 30 წელია ბუფერული ზონის ნაწილია და ჩვენთვის ეს ნიშნავდა სიღარიბეს, კორუფციას, ცუდ მმართველობას, ემიგრაციას. ჩვენ გვინდა ვიყოთ ნაწილი. დემოკრატიული სამყარო“, - განაცხადა სანდუმ. ამასთან, კითხვაზე, აპირებდა თუ არა მოლდოვის დატოვებას რუსეთის ფედერაციის მიერ თავდასხმის შემთხვევაში, სანდუმ უპასუხა, რომ ამას არ გეეკეთებდა. მე დავრჩებოდი [მოლდოვაში], მაგრამ ჩვენი მოლოდინი იყო, რომ მოგვიწევდა დავხმარებოდით რაც შეიძლება მეტ ჩვენს ხალხს უსაფრთხო ადგილზე გადასასვლელად, როგორიც არის მეზობელი რუმინეთი”,- დასძინა სანდუმ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)