|
2023-05-05 16:29:12, 1194 ნახვა
მსოფლიო
8 და 9 მაისს ბერლინმა აკრძალა უკრაინის და რუსეთის დროშების დემონსტრირება
ბერლინის ხელისუფლებამ გადაწყვიტა 8 და 9 მაისს საბჭოთა მემორიალებზე რუსეთისა და უკრაინის დროშების დემონსტრირების აკრძალვა. ბრძანება ეხება საბჭოთა მემორიალებს ტრეპტოვში, ტიერგარტენსა და შონჰოლცერ ჰეიდში. აკრძალულია ე.წ. წმინდა გიორგის ლენტების, სამხედრო ფორმების ან მათი ნაწილების დემონსტრირება ძეგლების ტერიტორიაზე და უშუალო სიახლოვეს და ორი სახელმწიფოს დროშებთან ერთად. გარდა ამისა, არ არის აკრძალული სამხედრო სიმღერებისა და მარშის დაკვრა, წერს Berliner Morgenpost. გამოცემა აღნიშნავს, რომ ასევე აკრძალულია უკრაინის ომის მოწონების ან განდიდების შეძახილები. ასეთმა აკრძალვამ შესაძლებელი უნდა გახადოს დაღუპული ჯარისკაცების ხსოვნის ადეკვატურად პატივისცემა. წელს აკრძალვა მხოლოდ სამ ლოკაციაზე ვრცელდება. გასულ წელს, შესაბამისი აკრძალვები გამოიცა 15 ადგილზე - მათ შორის ნაციონალ-სოციალიზმის მსხვერპლთა მემორიალი ვიტენაუში ან მემორიალური ქვა Ostseeplatz-ზე. გამოცემამ აღნიშნა, რომ ეს აკრძალვა არ გავრცელდება მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებზე, დიპლომატებზე და სახელმწიფოების წარმომადგენლებსა და დელეგაციებზე, რომლებიც მონაწილეობენ სამახსოვრო ღონისძიებებში გერმანიის განთავისუფლებაში უშუალოდ მონაწილე სახელმწიფოების სახელით. აკრძალვები არ ვრცელდება მათზე, ვინც სამი საბჭოთა მემორიალის გარეთ გადის. ჯამში 8 და 9 მაისს ომის დასრულებასთან დაკავშირებული 30-მდე ღონისძიებაა დაგეგმილი.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)