2023-05-05 14:06:35, 1081 ნახვა
სამართალი
ნინოწმინდაში დიდი ოდენობით არადეკლარირებული სიგარეტი გამოვლინდა
საბაჟო გამშვებ პუნქტში ,,ნინოწმინდა", დიდი ოდენობით არადეკლარირებული სიგარეტის ქვეყნის საზღვარზე კანონდარღვევით შემოტანის მცდელობის ფაქტი აღიკვეთა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური არცელებს.
მათი ცნობით, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, უცხო ქვეყნის მოქალაქის, მართვის ქვეშ არსებული ავტომანქანის, ეჭვის საფუძველზე, დეტალური დათვალიერების შედეგად, 31980 ღერი არადეკლარირებული სიგარეტი აღმოაჩინეს.
მათივე ცნობით, საქმე, შემდგომი რეაგირების მიზნით, ფინანასთა სამინიტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეცა.
ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),