10:33 - 04 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-05-05 09:54:45, 838 ნახვა

საზოგადოება
„ქოლგა თბილისი“ ფოტოკვირეული გაიხსნა

თბილისის მერის მოადგილე ანდრია ბასილაია „ქოლგა თბილისი“ ფოტოკვირეულის გახსნის ღონისძიებას დაესწრო და კონკურსის მონაწილეებს სიტყვით მიმართა. 

ანდრია ბასილაიამ კვირეულისა და დედაქალაქის მერიის მრავალწლიან თანამშრომლობაზე ისაუბრა, რომლის ფარგლებშიც, დოკუმენტური სერიისა და რეპორტაჟის კატეგორიაში არჩეული ფოტოპროექტები მთელი წლის განმავლობაში, ბარათაშვილის  ხიდის  საფეხმავლო  ნაწილზე, ღია საგამოფენო სივრცეში გამოიფინება.

„თბილისის მუნიციპალიტეტი დაარსების დღიდან მხარს უჭერს „ქოლგას“, რომელიც ჩვენი დედაქალაქის კულტურული ცხოვრების ნაწილი გახდა. ფოტოკვირეული ყოველ წელს გვთავაზობს ძალიან კარგ ნამუშევრებს, ბევრი ფოტოგრაფი ჩამოიყვანა დედაქალაქში და დაგვეხმარა მათი ნამუშებრების გაცნობაში. თბილისის მუნიციპალიტეტი კონკურსის მხარდაჭერას მომავალშიც განაგრძობს“, - განაცხადა ანდრია ბასილაიამ და ნომინაციაში - „მობილური ერთი კადრი“ გამარჯვებული გამოავლინა.

ღონისძიებაზე ასევე, გამოვლიდნენ 2023 წლის ფოტოკონკურსის გამარჯვებულები შემდეგ კატეგორიებში: დოკუმენტური სერია; რეპორტაჟი; კონცეპტუალური ფოტოპროექტი; ერთი კადრი; მობილური ერთი კადრი. 

„ქოლგა თბილისი ფოტო“ მხარს უჭერს თანამედროვე ხელოვნების პოპულარიზაციას და ახალგაზრდა ხელოვანების განვითარებას. წელს ფოტოკვირეული მოიცავს საერთაშორისო ფოტოკონკურსს, თანამედროვე და კლასიკური ფოტოგრაფიის გამოფენებს. კონკურსში მონაწილეობა მიიღო 45 ქვეყნის 440 ფოტოგრაფმა. ჯამურად, წარდგენილია 726  ფოტოპროექტი. 

„ქოლგა თბილისი“ ფოტოკვირეულის წარმდგენია „თიბისი“. მხარდამჭერები: თბილისის მერია, საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია, ეროვნული არქივი; სპონსორები: ფონდი „კეტარი“, „ვოლვო“, „ქენონი“, „ბინეხი“; პარტნიორები: „აჭარა ჯგუფი“, ტელეკომპანია „ფორმულა“, „არტ არეა“, რადიო „კომერსანტი“, „ალმა“, at.ge, „ნეიშენალ ჯეოგრაფიკი“ და „პუბლიკა“, სასტუმრო „მოქსი“.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
გამოკითხვა: ტრამპის მოწონების რეიტინგი რეკორდულად დაბალ ნიშნულამდე დაეცა
საკრუიზო გემზე MV Hondius ჰანტავირუსის აფეთქების შედეგად სულ მცირე სამი ადამიანი დაიღუპა
ტრამპი ჰორმუზის სრუტეში ჩარჩენილი გემების და ტანკერების გათავისუფლების ოპერაციას იწყებს
OPEC+-ის შვიდმა ქვეყანამ ნავთობის მარაგების გაზრდის შესახებ განაცხადა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics