|
2023-05-05 09:43:04, 1017 ნახვა
მსოფლიო
ოლენა ზელენსკა დიდ ბრიტანეთში ჩავიდა [ვიდეო]
უკრაინის პირველი ლედი ოლენა ზელენსკა გაერთიანებულ სამეფოში ჩავიდა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს. პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, ზელენსკა, ვიზიტის ფარგლებში ლონდონში დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის ცოლს, აკშატა მურთის შეხვდა. ზელენსკამ ბრიტანეთს უკრაინისადმი მხარდაჭერისთვის და უკრაინელ პარტნიორებთან ერთად ევროვიზიის ორგანიზებისთვის მადლობა გადაუხადა. ზელესკას თქმითვე, კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მოვლენა - უკრაინის აღდგენის კონფერენციაა, რომელიც მიმდინარე წლის ივნისში ლონდონში გაიმართება. "დარწმუნებული ვარ, რომ კონფერენცია მნიშვნელოვნად დააჩქარებს უკრაინის აღდგენას. ჩვენ ველით კონკრეტულ შედეგებს და გადაწყვეტილებებს. სამხედრო დახმარების გაწევის მნიშვნელობის ფონზე, არანაკლებ მნიშვნელოვანია მშვიდობიანი მოსახლეობის დახმარების საკითხი. საავადმყოფოებისა და სკოლების რეკონსტრუქცია, დაჭრილების მკურნალობა, ფსიქოლოგიური მხარდაჭერის უზრუნველყოფა“,- განაცხადა ზელენსკამ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)