04:38 - 10 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-05-04 14:04:51, 702 ნახვა

პოლიტიკა
ნაცვლიშვილი - პრემიერს ოჯახზე, დედებზე, ბავშვებზე ბუდაპეშტიდან საუბარს, ურჩევნია 20 ნაბიჯი ჩამოიაროს კაბინეტიდან და შეხვდეს დედებს

აბსტრაქტულად საუბარი, რომ აფასებს ქალებს, ბავშვებს და ოჯახებს, ეს არის მორიგი სიყალბე,- ასე ეხმაურება "ლელოს" დეპუტატი ანა ნაცვლივილი საქართველოს მთავრობის მეთაურის, ირაკლი ღარიბაშვილის ბუდაპეშტში, კონსერვატიული პოლიტიკური მოქმედების ყოველწლიურ კონფერენციაზე (CPAC) სიტყვით გამოსვლას.

ნაცვლიშვილის განცხადებით, პრემიერ-მინისტრი ბუდაპეშტიდან განცხადებების გაკეთების ნაცვლად, თბლისში აქონდროპლაზიის სინდრომის მქონე ბავშვებს წამლით უნდა დაეხმაროს.

"ბუდაპეშტში საუბარს ოჯახზე, დედებზე, ბავშვებზე და ასეთ კარგ რაღაცებზე, ურჩევნია 20 ნაბიჯი ჩამოიაროს თავისი კაბინეტიდან და მისი კაბინეტის წინ მეორე კვირაა, დედები, რომლებმაც ოჯახები დატოვეს და შვილების გადასარჩენად იძულებული არიან, ღამე ათიონ კანცელარიის წინ. აი, მანდ რომ გაიხსენოს ოჯახის სიწმინდე და ის, რომ ქალი სახლში უნდა იყოს ბავშვთან, კარგი იქნება. აბსტრაქტულად საუბარი, რომ აფასებს ქალებს, ბავშვებს და ოჯახებს, ეს არის მორიგი სიყალბე",- ამბობს ნაცვლიშვილი.

შეგახსენებთ, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ბუდაპეშტში, კონსერვატიული პოლიტიკური მოქმედების ყოველწლიურ კონფერენციას (CPAC) სიტყვით დღეს, 4 მაისს მიმართა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ჟურნალისტი გელა მთივლიშვილი წერს, რომ თავს დაესხნენ
ორბანმა უნგრეთის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა დატოვა
ზვიად მაისაშვილი: ორივე სპეცრაზმელმა აღიარა დანაშაული, ბოდიში მოიხადეს
ზურაბიშვილმა ევროკავშირის ელჩს დიუშენის მქონე ბავშვების დახმარების თხოვნით მიმართა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics