11:22 - 18 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-05-04 09:31:30, 1576 ნახვა

ომი უკრაინაში
რუსმა ოკუპანტებმა კიევზე საჰაერო იერიში მიიტანეს

რუსმა ოკუპანტებმა კიევზე საჰაერო იერიში მიიტანეს. კიევსა და მის რეგიონებში საჰაერო განგაში იყო გამოცხადებული. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას კიევის სამხედრო ადმინისტრაცია ავრცელებს.

მათი ცნობით, საჰაერო განგაში 3 საათზე მეტხანს გაგრძელდა.

„წინასწარი ინფორმაციით, კიევის საჰაერო სივრცეში ჩვენი საჰაერო თავდაცვის ძალებმა გაანადგურეს მტრის ყველა რაკეტა და უპილოტო საფრენი აპარატი! მონაცემები ზუსტდება. შემთხვევას სამოქალაქო პირებში მსხვერპლი არ მოჰყოლია. ასევე არ დაფიქსირებულა საცხოვრებელი ობიექტების და ინფრასტრუქტურის განადგურება“,- აცხადებენ სამხედრო ადმინისტრაციაში.

ამასთან, უკრაინის სამხრეთის სარდლობის ცნობით, თავდაცვის ძალებმა ოდესაში 15-დან 12 Shahed-131/136 ტიპის დრონი ჩამოაგდეს.

ოდესაში გაშვებულ „კამიკაძე“ დრონებზე ეწერა: „მოსკოვისთვის“ და „კრემლისთვის“.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ფიდანი: თურქეთი მზადაა სომხეთთან ურთიერთობების ნორმალიზებისთვის
აშშ-მ ახლო აღმოსავლეთში კიდევ 18 F-35A გამანადგურებელი განათავსა
თეირანი ჰორმუზის სრუტის გავლით გადასასვლელად საფასურს დააწესებს მემორანდუმის შესაბამისად
მეწყერის გამო სოფელ მაღაროსკართან ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics