11:24 - 18 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-05-03 17:15:12, 1357 ნახვა

ომი უკრაინაში
უკრაინა კრემლზე უპილოტო საფრენი აპარატებით თავდასხმაში მონაწილეობას უარყოფს

უკრაინა რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციაზე უპილოტო საფრენი აპარატებით იერიშის მიტანის საკითხს გამოეხმაურა.

როგორც უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის პრესმდივანმა, სერგეი ნიკიფოროვმა განაცხადა, უკრაინა არ ფლობს ინფორმაციას კრემლის თავდასხმებზე და აღნიშნავს, რომ ვოლოდიმირ ზელენსკი ყველა არსებულ საშუალებას მიმართავს ტერიტორიების გასათავისუფლებად და არა სხვა სახელმწიფოებზე იერიშის მისატანად.

"ჩვენ არ გვაქვს ინფორმაცია კრემლზე ე.წ. ღამის თავდასხმების შესახებ, მაგრამ, როგორც არაერთხელ განაცხადა პრეზიდენტმა ზელენსკიმ, უკრაინა ყველა არსებულ ძალასა და საშუალებას მიმართავს თავისი ტერიტორიების გასათავისუფლებლად და არა სხვებზე თავდასხმისთვის", - განაცხადა სერგეი ნიკიფოროვმა.

შეგახსენებთ, რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ კიევი კრემლზე, ვლადიმერ პუტინის რეზიდენციაზე, დრონებით იერიშის მიტანას შეეცადა.

კრემლმა მომხდარი ტერორისტულ აქტად მიიჩნია და განაცხადა, რომ "იტოვებს უფლებას მიიღოს საპასუხო ზომები".





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ფიდანი: თურქეთი მზადაა სომხეთთან ურთიერთობების ნორმალიზებისთვის
აშშ-მ ახლო აღმოსავლეთში კიდევ 18 F-35A გამანადგურებელი განათავსა
თეირანი ჰორმუზის სრუტის გავლით გადასასვლელად საფასურს დააწესებს მემორანდუმის შესაბამისად
მეწყერის გამო სოფელ მაღაროსკართან ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics