11:30 - 04 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-05-03 15:51:24, 736 ნახვა

საზოგადოება
ირაკლი ქარქაშაძე - წლის ბოლომდე ქუთაისის აეროპორტიდან ათენისა და სალონიკის მიმართულებით კვირაში 8 სიხშირე გვექნება

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან საბერძნეთის მიმართულებით ფრენის სიხშირეები იზრდება და წლის ბოლომდე ათენსა და სალონიკში პირდაპირი რეგულარული რეისები 8 სიხშირით შესრულდება. ამის შესახებ საქართველოს აეროპორტების გაერთიანების დირექტორმა ირაკლი ქარქაშაძემ საქართველოში საბერძნეთის სრულუფლებიან ელჩთან, მარია თეოდორუსთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

ირაკლი ქარქაშაძემ საქართველოში საბერძნეთის ელჩს  ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში უმასპინძლა და სამომავლო გეგმები გააცნო. 

"საბერძნეთი ჩვენთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი და საინტერესო მიმართულებაა. ქუთაისის აეროპორტიდან ჩვენ სისტემატურად ვზრდით სიხშირეებსა და მიმართულებებს. წლის ბოლომდე ჩვენი აეროპორტიდან ათენისა და სალონიკის მიმართულებით ჯამურად კვირაში 8 სიხშირე გვექნება, რაც ნიშნავს, რომ მოთხოვნა არსებობს და დაინტერესება ჩვენს ქვეყნებს შორის მოგზაურობის კუთხით დიდია, როგორც საქართველოს ისე, საბერძნეთის მოქალაქეების მხრიდან. მივესალმებით, ამ მიმართულებით საქართველოში საბერძნეთის ელჩის აქტიურობას. დარწმუნებული ვართ, რომ კიდევ უფრო გავაღრმავებთ და ვიპოვით შესაძლებლობებს, რომელიც ხელს შეუწყობს ჩვენს ქვეყნებს შორის თანამშრომლობას",- განაცხადა ირაკლი ქარქაშაძემ.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
მას შემდეგ რაც რეჟიმმა კომუნალური გადასახადები გააძვირა ხარჯი 6.5%-ით გაიზარდა, სურსათის ჯგუფში კი ფასები 7.5%-ით არის გაზრდილი
ოცნების პარლამენტის წევრი: აშშ-სთან ურთიერთობები ეტაპობრივად აღდგება
სამართალდამცველებმა 1 კილოგრამამდე „კოკაინი" ამოიღეს
კობახიძე ერევანში ოფიციალურ მიღებას დაესწრო, დღეს კი სამიტზე სიტყვით გამოვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics