|
2023-05-03 14:11:47, 761 ნახვა
პოლიტიკა
ჯაფარიძე - დაგვიჭერენ ყველას, ვინც გავაპროტესტებთ ნებისმიერ რამეს, რაც რუსეთში გვაბრუნებს
დაგვიჭერენ ყველას, ვინც გავაპროტესტებთ ნებისმიერ რამეს, რაც რუსეთში გვაბრუნებს,- ამის შესახებ პარტია "გირჩი - მეტი თავისუფლების" ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე სოციალურ ქსელში წერს. ჯაფარიძის თქმით, ის რაც ახლა ხდება “ალტ-ინფოს” ახალი კანონით, სტატუსის მიღებისთვის და ევროპული არჩევნისთვის კიდევ ერთხელ ძირის გამოთხრაა. “რუსული კანონის” უკან წაღების შემდეგ ვამბობ რომ ესენი კიდევ გააკეთებენ რამეს, რაც შეუძლებელს გახდის ევროკავშირისთვის ჩვენთვის კანდიდატის სტატუსის მოცემას ივანიშვილის მიზანია ერთი მხრივ პროევროპულად განწყობილი მოსახლეობის ნაწილის დაშტერება რომ თითქოს ყველაფერს აკეთებს სტატუსის მისაღებად, ხოლო მეორე მხრივ ამ პროცესისთვის მაქსიმალურად ხელის შეშლა, რათა თავის სამართლებელი ჰქონდეს კრემლთან სტატუსზე გეოპოლიტიკური მიზეზებით დადებითი პასუხის მიღების შემთხვევაში - ყველანაირად შევეცადე ჩაგდება, მაგრამ რა ვქნა, მაინც მოგვცეს. ის რაც ახლა ხდება “ალტ-ინფოს” ახალი კანონით (თუნდაც ინჯიას დაარეგისტრირებინონ ხელახლა), არის სწორედ ეს - სტატუსის მიღებისთვის და ზოგადად ევროპული არჩევნისთვის კიდევ ერთხელ ძირის გამოთხრა. მორიგი საბოტაჟი. ეს კანონი არის მიმართული სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების წინააღმდეგ და საფუძველს შექმნის ევროპული მომავლისთვის მებრძოლი აქტივისტების (გინდა პარტიული, გინდა უპარტიო) რეპრესიებისთვის. დაგვიჭერენ ყველას ვინც გავაპროტესტებთ ნებისმიერ რამეს რაც ამ ქვეყანას აბრუნებს რუსეთში. ეს არის დიდი ნაბიჯი რუსეთიზაციისკენ. იგივე მიზნის უფრო სწრაფად მიღწევა, რასაც ვერ მიაღწიეს წინა რუსული კანონით. ანუ, უარესია ვიდრე მათი წინა მცდელობა. ესენი არიან რუსები. იქცევიან როგორც რუსები. გვექცევიან როგორც რუსები. ამათმა უნდა გააჯვან”,- წერს ჯაფარიძე. შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ "ევროპელი სოციალისტების" დეპუტატმა, ფრიდონ ინჯიამ განაცხადა, რომ „ლგბტ პროპაგანდის“ აკრძალვასთან დაკავშირებით, კანონპროექტის მომზადება იგეგმება.
ვეტერანი სენატორი, რესპუბლიკელი ლინდსი გრემი გარდაიცვალა
ჩერგოლეიშვილი – ღნავიან, სასამართლოს დაწვის ამოცანით შენობაში შეჭრილ ელისაშვილს ამდენი წელი რატომ მიუსაჯესო, ამ უპასუხისმგებლო არსების ჰეროიზაციას ახდენენ
წინასწარ შემიძლია ვთქვა, რომ ზარალი იქნება დიდი – კახეთის რწმუნებული ადიდებულ მდინარეზე
თელავში უხვი ნალექის შედეგად დაიტბორა საცხოვრებელი სახლებისა და შენობების პირველი სართულები
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ზელენსკი: ვიშნევეში იარაღის საწყობების განთავსებისთვის პასუხისმგებელი პირები დაისჯებიან
უკრაინამ აზოვის ზღვაში 21 რუსული ტანკერის განადგურების შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)