|
2023-05-02 14:50:48, 1044 ნახვა
საზოგადოება
„თიბისის“ მხარდაჭერით „ქოლგა თბილისი ფოტო 2023“ იწყება
ფესტივალი „ქოლგა თბილისი ფოტო 2023“ „თიბისის“ მხარდაჭერით 4 მაისს 20:00 საათზე, დაჯილდოებით გაიხსნება. ქოლგა თბილისი ფოტო კვირეულის გახსნის ცერემონია ყოფილი ბაზრის ტერიტორიაზე, კონსტიტუციის 6/52-ში გაიმართება. კვირეულის ფარგლებში გამოფენები განსხვავებულ ლოკაციებზე ჩატარდება, აქედან რამდენიმეს „თიბისი კონცეპტის“ სივრცე უმასპინძლებს. “ქოლგა თბილისი ფოტო 2023” კვირეული მხარს უჭერს თანამედროვე ხელოვნების პოპულარიზაციას და ხელს უწყობს ახალგაზრდა ხელოვანების განვითარებას. ფოტო კვირეული მოიცავს საერთაშორისო ფოტოკონკურსს, ასევე თანამედროვე და კლასიკური ფოტოგრაფიის მოწვეულ გამოფენებს, რაც სტუმრებს სასიამოვნო ემოციებსა და წარუშლელ შთაბეჭდილებას დაუტოვებს. წლევანდელ ფესტივალში თემატიკა შეზღუდული არ არის, ჯამურად 726 ფოტო პროექტია წარდგენილი, ხოლო მონაწილეობას 45 ქვეყნის 440 ფოტოგრაფი იღებს. 2023 წლის „ქოლგა თბილისი ფოტო“ ფესტივალის გახსნაზე გამოცხადდებიან გამარჯვებულები სპეციალური პრიზის ნომინაციაში და შემდგომ კატეგორიებში: დოკუმენტური სერია, რეპორტაჟი, კონცეპტუალური ფოტო პროექტი, ერთი კადრი, მობილური ერთი კადრი. გამარჯვებულთა გამოსავლენად საერთაშორისო ჟიური მუშაობს, რომელშიც საქართველოს წარმოადგენს ფოტოგრაფი დინა ოგანოვა. “ჩვენთვის განსაკუთრებულია ქოლგა თბილისი ფოტოს მრავალწლიანი უწყვეტი და ნაყოფიერი თანამშრომლობა ქვეყნის ისეთ ძლერ ინსტიტუციასთან როგორიცაა „თიბისი“. მათი კონტრიბუცია განუსაზღვრელი მნიშვნელობისაა საქართველოში ფოტოგრაფიისა და ზოგადად ხელოვნების განვითარების საქმეში. ქოლგა თბილისი ფოტოს ყოველწლიურ მდგრად მიმდინარეობაში „თიბისის“ შესანიშნავი გუნდის თანამონაწილეობა მყარი განვითარების საფუძველია.” - ამბობს ბესო ხაინდრავა, „ქოლგა თბილისი ფოტო“ ფესტივალის დამფუძნებელი. “გვიხარია, რომ ჩვენ და „ქოლგა თბილისი ფოტო“ კვირეული ჩვენს საერთო მრავალწლიან ისტორიას წელსაც ვაგრძელებთ. საქართველოს ფოტოგრაფიისა და ხელოვნების სფეროს ხელშეწყობა ამ ფესტივალის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ნაწილია, მის საერთაშორისო ასპარეზსსა და საინტერესო ხელოვანების აღმოჩენის შესაძლებლობის გაზიარებასთან ერთად”-ამბობს მაკუნა თავბერიძე, „თიბისი ბანკის“ მარკეტინგის დირექტორი. „თიბისისთვის“ მნიშვნელოვანია საქართველოში კულტურის და ხელოვნების ხელშეწყობა, სწორედ ამიტომ 2004 წლიდან „თიბისი“ არის „ქოლგა თბილისი ფოტო“ ფესტივალის პარტნიორი და ხელს უწყობს ხელოვნების ამ მიმართულების განვითარებასა და პოპულარიზაციას. ფოტოკონკურსი „ქოლგას“ 2023 წლის სრული პროგრამის სანახავად გადადით ბმულზე: https://kolga.ge/exhibitions
ერევანში ევროპის პოლიტიკური საზოგადოების მერვე სამიტის პლენარული სესია გაიხსნა
კალასი - საქართველოს მთავრობა არასწორი მიმართულებით დგამს ნაბიჯებს
მას შემდეგ რაც რეჟიმმა კომუნალური გადასახადები გააძვირა ხარჯი 6.5%-ით გაიზარდა, სურსათის ჯგუფში კი ფასები 7.5%-ით არის გაზრდილი
ოცნების პარლამენტის წევრი: აშშ-სთან ურთიერთობები ეტაპობრივად აღდგება
|
რედაქტორის რჩევით
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
რეჟიმის მიერ წნეხში მოქცეული ქართული მედია - როგორ ხვდება ოცნების პირობებში პრესის თავისუფლების დღეს საქართველო
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)