|
2023-05-02 14:13:03, 757 ნახვა
საზოგადოება
„თიბისი“ „კანის ლომები 2023-ის“ ახალგაზრდული ფესტივალის მხარდამჭერია
"თიბისი" „კანის ლომები 2023-ის“ ახალგაზრდული ფესტივალის მხარდამჭერია. კანის ლომების საერთაშორისო ფესტივალი ყველაზე მასშტაბური და მნიშვნელოვანი მოვლენაა მსოფლიო სარეკლამო სფეროში. საქართველოში ჩატარებულ წლევანდელ კონკურსში მონაწილეების რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა. პირველობისთვის ერთმანეთს 201 გუნდი ოთხ კატეგორიაში შეეჯიბრება, ესენია: დიჯიტალი, პრინტი, მარკეტერი და ფილმი. კონკურსის თანახმად, მონაწილე გუნდის ორივე წევრი ერთსა და იმავე კომპანიაში უნდა მუშაობდეს და მათი ასაკი 30 წელს არ უნდა აღემატებოდეს. 48 საათში მონაწილეებმა შეიმუშავეს იდეები და შექმნეს შემოქმედებითი ნამუშევრები. გამარჯვებულ გუნდებს ჟიური 6 მაისს გამოავლენს. კონკურსში გამარჯვებულები ივნისში მსოფლიოს 70-მდე ქვეყნის საუკეთესო მონაწილეებს საქართველოს სახელით გაუწევენ კონკურენციას. წელსაც, კანის ლომების ფესტივალის ფარგლებში, ნიკა გუჯეჯიანის სახელობის საპატიო ჯილდო გადაეცემა ადამიანს, რომელსაც განსაკუთრებული წვლილი მიუძღვის სხვების კრეატიული პოტენციალის გაღვივებაში. საქართველოში „კანის ლომების“ ახალგაზრდული ფესტივალი წელს მერვედ ტარდება. "თიბისი" კი 2016 წლიდან ამ ღონისძიების მხარდამჭერია. „კანის ლომები“ - ეს ის პროექტია, რომელიც ახალ თაობას უფართოებს შესაძლებლობებს, აძლევს საშუალებას მიიღონ განსხვავებული პროფესიული გამოცდილება, გაიაზრონ საკუთარი შესაძლებლობები და თავიანთი პოტენციალი ქვეყნის საზღვრებს გარეთ გაიტანონ. შემოქმედებითი ინდუსტრიის კონკურსების ჩატარება საქართველოში კრეატიული ინდუსტრიების განვითარებასა და შემოქმედებითი კულტურის ჩამოყალიბებაში მნიშვნელოვან როლს თამაშობს. რაც თავის მხრივ, ქართველ ახალგაზრდებს განვითარებისა და საერთაშორისო ასპარეზზე გასვლის შესაძლებლობას უქმნის.
ერევანში ევროპის პოლიტიკური საზოგადოების მერვე სამიტის პლენარული სესია გაიხსნა
კალასი - საქართველოს მთავრობა არასწორი მიმართულებით დგამს ნაბიჯებს
მას შემდეგ რაც რეჟიმმა კომუნალური გადასახადები გააძვირა ხარჯი 6.5%-ით გაიზარდა, სურსათის ჯგუფში კი ფასები 7.5%-ით არის გაზრდილი
ოცნების პარლამენტის წევრი: აშშ-სთან ურთიერთობები ეტაპობრივად აღდგება
|
რედაქტორის რჩევით
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
რეჟიმის მიერ წნეხში მოქცეული ქართული მედია - როგორ ხვდება ოცნების პირობებში პრესის თავისუფლების დღეს საქართველო
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)