10:59 - 10 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-05-02 13:09:14, 764 ნახვა

პოლიტიკა
„დასანქცირდეს რუსი კალაძე“ - თბილისის მერიასთან აქცია მიმდინარეობს

თბილისის მერიასთან „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ აქცია მიმდინარეობს - პარტიის წევრები, დედაქალაქის მერის, კახი კალაძის ანტიდასავლურ განცხადებებს აპროტესტებენ.

როგორც „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური საბჭოს წევრმა, ირაკლი ფავლენიშვილმა განაცხადა, კალაძის მიერ გაკეთებული ანტიდასავლური განცხადებები ძირს უთხრის ქართველი ხალხის კონსტიტუციაში ასახულ მისწრაფებას გახდეს ევროპული ოჯახის წევრი.

„კახა კალაძემ კიდევ ერთი ანტიდასავლური განცხადება გააკეთა. ბოლო თვეების განმავლობაში ის სისტემატურად აკეთებს ანტიუკრაინულ და ანტიდასავლურ განცხადებებს. ძირს უთხრის ქართველი ხალხის კონსტიტუციაში ასახულ მისწრაფებას გახდეს ევროპული ოჯახის წევრი.

ეს ყველაფერი ცინიკურია, როდესაც ვიცით, რომ მისი ოჯახის წევრები ევროკავშირის მოქალაქეები არიან და თვითონ სურთ, რომ ჩვენ რუსეთის გუბერნიის მოქალაქეები ვიყოთ. ამიტომ, ჩვენ ვიწყებთ კამპანიას კალაძის წინააღმდეგ, მათ შორის თანამშრომლობას დავიწყებთ პარტნიორებთან და მათ კონკრეტულ მასალებს მივაწვდით, თუ როგორ უთხრის ძირს ის ქართულ დემოკრატიას და ევროპულ ინტეგრაციას. უნდა მოხდეს მისი სანქცირება. ერთ-ერთი ის ადამიანი, პოლიტიკური თანამდებობის პირი, რომლის სანქცირების საკითხი უნდა განიხილონ პარტნიორებმა, მათ შორის უკრაინულმა მხარემ და ევროპამ, ეს არის კახი კალაძე. ის ამ ანტიდასავლური ისტერიის მთავარ სახედ იქცა“, - განაცხადა ფავლენიშვილმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ყაზახეთმა ასტანაში გამართულ ძიუდოს გრანდ სლემში მეორე დღესაც ოქრო მოიპოვა
ესპანეთში 800 მილიონ ევროზე მეტი ღირებულების კოკაინის გადამტანი გემი დააკავეს
უნგრეთის პარლამენტზე 12 წლის შემდეგ ევროკავშირის დროშა გადმოფინეს
ჟურნალისტი გელა მთივლიშვილი წერს, რომ თავს დაესხნენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics